მირზა შაფის ქუჩა
მირზა შაფის ქუჩა — ქუჩა კრწანისის რაიონში (ხარფუხი). იოსებ გრიშაშვილის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც თათრის შესახვევი, ასევეა 1934 წლის გეგმაზე, 1938 წელს მირზა შაფის სახელი დაერქვა.
მირზა შაფის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
მიკრორაიონი | კრწანისი |
ისტორიული რაიონი | სეიდაბადი |
წინა სახელები | თათრის შესახვევი |
ისტორია
რედაქტირებამირზა შაფის ქუჩა სეიდაბადში თაბორის მთის ძირში მდებარეობდა. ქუჩა კლდის რელიეფს მიყვებოდა, რაც მის ორგანულ ფორმას განაპირობებდა. ძირითადად XIX საუკუნის ბოლოს, XX საუკუნის დასაწყისში აშენებული საცხოვრებელი სახლები კლდეზე შეფენილ, ტერასულ განაშენიანებას ქმნიდნენ, რომელიც XIX საუკუნეზე უფრო ადრინდელი, თბილისისთვის დამახასიათებელი ბანიანი სახლების არსებობაზე მიანშნებდა. ქუჩის სხვადასხვა დონეები კიბეებით იყო დაკავშირებული. იმის გამო, რომ შენობები ქუჩის მხოლოდ ერთ მხარეს იდგა, ქუჩიდან ხედი ძველ ქალაქზე იშლებოდა. მირზა შაფის ქუჩის სახლი ნომერი 16 (1022) და სახლი ნომერი 8 (1023) აღრიცხული იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ძირითადად დასახლებული იყო მუსლიმი აღმსარებლობის თბილისელებით, იქვე მდებარეობდა მათი რელიქკია ეგრეთ წოდებული სურდოს ქვა.
2009 წელს მირზა შაფის ქუჩიდან მოსახლეობა გაასახლეს, ხოლო ქუჩა დაანგრიეს ახალი, მრავალქუჩიანი უბნის მშენებლობისთვის.