მინსეიტო (იაპონ. 立憲民政党 — კონსტიტუციურ დემოკრატიული პარტია) — იაპონიის ბურჟუაზიულ-მემამულური პარტია, არსებობდა 1927 წლის 1 ივნისიდან 1940 წლის 15 აგვისტომდე. გამოხატავდა მონოპოლისტური კაპიტალის, მსხვილი მემამულეებისა და მონარქისტული ბიუროკრატიის ინტერესებს. მინსეიტოს ხელმძღვანელები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი მიცუბისის კონცერნთან. 1940 წელს მინსეიტო დაიშალა, მისი მოღვაწეები შევიდნენ ახლად შექმნილ ფაშისტური ტიპის ბიუროკრატიულ ორგანიზაციაში— ტახტის დახმარების ასოციაციაში.

პარტიის შტაბ-ბინა დედაქალაქ ტოკიოში

ლიტერატურა

რედაქტირება