მინდვრის ჭრიჭინა (ლათ. Gryllus campestris) — სწორფრთიანათა რიგის მწერი. აქვს შავი სხეული, რომლის სიგრძე 12-18 მმ აღწევს. მატლი მოშავოა; 2-იდან 10 მმ-მდე. ნაირჭამია მავნებელია. მატლი და იმააგო იკვებება მცენარის მწვანე ნაწილებით, ნამჯით, ფესვებით, ღეროებით, მარცვლებით. ადრე გაზაფხულზე აზიანებს სიმინდს, ჯეჯილს, მზესუმზირას, ლობიოს, ბოსტნეულ კულტურებს, შაქრის ჭარხალს, თამბაქოს და სხვა მცენარეებს. მინდვრის ჭრიჭინა ფართოდაა გავრცელებული საქართველოში, დიდი ზიანი მოაქვს აღმოსევლეთ რაიონებისათვის. მატლი ან იმაგო ნიადაგში ზამთრობს. წელიწადში იძლევა ერთ თაობას.

მინდვრის ჭრიჭინა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  სწორფრთიანები
სახეობა:  მინდვრის ჭრიჭინა
ლათინური სახელი
Gryllus campestris

მის წინააღმდეგ იყენებენ ბრძოლის აგროტექნიკურ და ქიმიურ ღონისძიებებს. აგროტექნიკური ღონისძიებებიდან აღსანიშნავია კვერცხის ბუდეების მოშლა-ამოყრა, საჭერი ორმოების მოწყობა. ქიმიური საშუალებიდან კარგ შედეგს იძლევა თესვა-რგვამდე 10-12 დღით ადრე მოშხამული მისატყუებელი მასალის შეტანა ნიადაგში.

ლიტერატურა

რედაქტირება