მიკოლაივის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან მიკოლაივისათვის ბრძოლა)
მიკოლაივის ბრძოლა
სამხრეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი
2022 Russian invasion of Ukraine.svg
თარიღი 26 თებერვალი, 2022 – დღემდე (2 წელი, 9 თვე, 3 კვირა და 4 დღე)
მდებარეობა მიკოლაივი, მიკოლაივის ოლქი, უკრაინა
შედეგი

უკრაინის გამარჯვება[1]

  • რუსებმა უკან დაიხიეს ქალაქიდან და გარშემო ტერიტორიებიდან[2]
  • გრძელდება დაბომბვები[3]
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
მეთაურები
უცნობია
  • უკრაინის დროშა დმიტრო მარჩენკო[4]
  • უკრაინის დროშა ოლექსანდრ ვინოგრადოვი[4]
  • უკრაინის დროშა სვიატოსლავ სტეცენკო[4]
  • უკრაინის დროშა ვიტალი კიმი[4][5]
  • უკრაინის დროშა რუსლან ხოდა[6]
  • უკრაინის დროშა იაროსლავ ჩეპურნოი[7]
სამხედრო ნაწილები
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალები

არარეგულარული სამოქალაქო მოხალისეები[4]

დანაკარგები
უცნობია ფრეგატი „ჰეტმან საჰაიდაჩნი“ ჩაძირეს[8]
  • სულ 132+ მოკლული[6] და 250 დაჭრილი[9] (16 მარტი)
  • ≈80 მოკლული და ≈450 დაჭრილი (31 მარტი)[10]
  • ≈250 000 ევაკუირებული მშვიდობიანი მოქალაქე[11]
მიკოლაივის ბრძოლა ვიკისაწყობში

მიკოლაივის ბრძოლა — მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება, რომელიც 2022 წლის 26 თებერვლის ღამეს დაიწყო და წარმოადგენს რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამხრეთ უკრაინის კამპანიის ნაწილს.

მიკოლაივი (ნიკოლაევი) სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გემთმშენებელი ქალაქია შავ ზღვაზე. 4 მარტის შეფასებით, „იგი შეფასებული იყო როგორც რუსული ძალების საკვანძო ტრამპლინი ოდესისკენ მიმავალ გზაზე“.[12] მიკოლაივში მდებარეობს ერთადერთი მუდმივი ხიდი მდინარე სამხრეთის ბუგზე.[13]

თებერვალი

რედაქტირება
 
უკრაინელი მეხანძრეები აქრობენ მიკოლაივში რუსული თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს.
 
დანგრეული საცხოვრებელი კორპუსები მიკოლაივში.

2022 წლის 26 თებერვლის შუადღის საათებში 12 რუსულმა ტანკმა კახოვკასთან დნეპრზე გადასვლა მოახერხა და მიკოლაივისკენ დაიწყო სვლა.[14] მიკოლაივის ოლქის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ ქალაქს მოსამზადებლად 5 საათი ჰქონდა, მოქალაქეებს მოუწოდა მოემზადებინათ ბარიკადები და მოხალისეობრივად ჩართულიყვნენ ქალაქის დაცვის საქმეში.[15][16] მზადყოფნაში იყო იყო არტილერია და სხვა იარაღი.[17]

დაახლოებით 18:52 საათისთვის ტანკები უკვე ქალაქის გარეუბანში იყო, მერმა მოქალაქეებს უბრძანა სახლში დარჩენილიყვნენ და რაც შეიძლება შორს ყოფილიყვნენ ფანჯრებისგან.[18] ცოტა ხნის შემდეგ, ჯარები ქალაქში შევიდნენ და სამხრეთის ბუგზე დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ბრძოლა დაიწყო.[19] ზოგიერთი ცნობით, ტანკებმა „ქალაქში გაიარეს“.[20] რუსულმა ძალებმა დაიკავეს მიკოლაივის ზოოპარკი.[21] დაახლოებით სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ, რუსული ნაწილები უკრაინულმა ძალებმა განდევნეს, ზოგიერთი რუსული ტანკი ქალაქის გვერდი ავლას ცდილობდა და მათთან ბრძოლა გაგრძელდა.[22] ფართო ბრძოლები დაფიქსირდა კორაბელის რაიონშ, თავისუფლების მე-6 ქუჩასა და ცენტრალურ გამზირზე.[23]

27 თებერვალს, დილით ადრე, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული ძალები მთლიანად განდევნეს ქალაქიდან, კიმმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა შეტყობინება: „მიკოლაივი ჩვენია! დიდება უკრაინას !“ (Миколаїв наш! Слава Україні[!]).[24] რამდენიმე რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა. ქალაქი მნიშვნელოვნად დაზიანდა.[25][26]

28 თებერვალს რუსული ჯარები ხერსონიდან მიკოლაივისკენ დაიძრნენ, მიაღწიეს ქალაქის გარეუბანს და ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყეს შტურმი.[27][28]

1 მარტს, უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ქალაქ ბაშტანკის მახლობლად, მიკოლაივის ჩრდილოეთით, დაამარცხეს რუსული კოლონა.[29][30]

2 მარტს ქალაქ ვოზნესენსკთან, მიკოლაივიდან დაახლოებით 80 კმ-ით ჩრდილოეთით, უკრაინის რეგულარული არმიის ჯარებმა, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლებმა და ადგილობრივმა მოხალისეებმა გაანადგურეს რუსული სამხედრო კოლონა (იხ. ვოზნესენსკის ბრძოლა).[31]

3 მარტს, ან შესაძლოა ცოტა ადრე, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა მიკოლაივის პორტში ჩაძირეს მათი ერთადერთი ფრეგატი და საფლაგმანო გემი „ჰეტმან საჰაიდაჩნი“. იმ დღესვე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ხომალდი ნაწილობრივ ჩაიძირა.[32][8]

4 მარტს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ „ჰეტმან საჰაიდაჩნი“ ჩაძირეს, რათა თავიდან აეცილებინათ რუსული ძალების მიერ მისი ხელში ჩაგდება.[33][34] მოგვიანებით კიმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები ქალაქიდან გააძევეს, თუმცა ბრძოლები შემოგარენში გრძელდებოდა. უკრაინელმა სამხედროებმა დაიბრუნეს კულბაკინოს ავიაბაზა დაიბრუნეს.[35] მიკოლაივის მერის ოლექსანდრ სენკევიჩის ცნობით, რომ რუსული ჯარები ქალაქს ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან უტევდნენ. უკრაინულმა ჯარებმა შეძლეს სამხრეთის ბუგზე გადასასვლელი გასახსნელი ხიდის შენარჩუნება, რომელიც რუსული ძალებისთვის ოდესის პორტამდე მისასვლელად ყველაზე მარტივი გზა იყო.[36] მოგვიანებით რუსული ძალები იძულებული გახდნენ ქალაქის საზღვრებს მიღმა დაეხიათ უკან.[37]

7 მარტს 05:15 საათზე სამხედრო ბაზაზე რუსული ავიაიერიშის შედეგად ათი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.[38] კიმმა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა მიკოლაივის საერთაშორისო აეროპორტი დაიბრუნეს და მშვიდობიანი მოქალაქეები ახლა ქალაქის დატოვებას შეძლებდნენ.[39] 05:00 საათზე რუსეთის ჯარებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ქალაქის მიმართულებით, ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ დაეცა სამხედრო ყაზარმას, რის შედეგადაც რვა ჯარისკაცი დაიღუპა და 19 დაიჭრა, კიდევ რვა დაკარგულად ითვლებოდა. ქალაქის აღმოსავლეთით მძიმე შეტაკებები გაიმართა, აეროპორტში სატანკო ბრძოლა დაიწყო. საღამოსკენ საარტილერიო ცეცხლი შეწყდა, უკრაინული ძალების განცხადებით, მათ რუსების თავდასხმა მოიგერიეს.[37]

ვიტალი კიმის 11 მარტის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა რუსები აღმოსავლეთით 15–20 კილომეტრით უკუაგდეს და ალყაში მოაქციეს რამდენიმე ქვედანაყოფი, რომლებთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ჩაბარების თაობაზე. მისივე ცნობით, რუსული ძალები, რომლებიც ქალაქს თავს დაესხნენ, შედარებით სუსტები იყვნენ, მაგრამ უფრო ძლიერებს ქალაქის აღება ადვილად შეეძლოთ. ადგილობრივი საავადმყოფოს მთავარი ექიმის ალექსანდრ დიმიანოვის ინფორმაციით, ბრძოლის დროს 250 უკრაინელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, მათგან 12 დაიღუპა.[9] მიკოლაივის სასამართლო კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ოლგა დიერუგინამ „Agence France-Presse“-ს განუცხადა, რომ მათმა მორგმა ბრძოლის დროს 120 ცხედარი მიიღო, მათ შორის 80 ჯარისკაცი და 30 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. გარდაცვლილთა შორის იყვნენ რუსი ჯარისკაცები.[40]

12 მარტს დაბომბეს კიბოს საავადმყოფო და თვალის კლინიკა. 13 მარტს კიმმა განაცხადა, რომ დაიბომბა აირტურბინების ქარხანა. მოგვიანებით მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.[41] რუსული ძალები კვლავ აკონტროლებდნენ 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფლებს და მხოლოდ სამხრეთის ბუგი იცავდა ქალაქს ალყაში მოქცევისგან. სენკევიჩმა „The Guardian“-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ოდესაში მიმავალი გზის გავლით ხდებოდა და ამ დროისთვის უკვე დაახლოებით 250 000-მდე მოქალაქე იყო ევაკუირებული.[11]

ბრძოლის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ქუჩებში საბურავებს აწყობდნენ, რათა მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით დაეწვათ ისინი და ამ გზით შეენელებინათ მიკოლაივში შესული რუსული ჯარების, უკრაინულ ძალებს კი მიზანში მათი ტანკები ჰქონდათ ამოღებული.[42][43] რუსლან ხოდას, აეროპორტის დამცველთა მეთაურის მიხედვით, რუსული ჯარები, როგორც ჩანს, დაზვერვით შეტევებს ახორციელებდნენ, რათა ქალაქის დაცვის სუსტი მხარეები გამოევლინა, რასაც ხშირად თან სდევდა მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება. ქალაქის დაცვის ხელმძღვანელის გენერალ-მაიორ დმიტრო მარჩენკოს ცნობით, უკრაინული მხარე მოწინააღმდეგის მებრძოლთა საბრძოლო სულის გატეხვას განმეორებითი საარტილერიო ცეცხლით ცდილობდა.[6]

15 მარტს ვიტალი კიმმა გამოაცხადა, რომ ქალაქის ცენტრიდან რუსული ნაწილები მთლიანად განდევნეს და სიტუაცია უსაფრთხო იყო.[44]

The New York Times“-ის 16 მარტის ცნობით, ქალაქის მორგში 132 ცხედარი იყო მოთავსებული.[6]

18 მარტს ორი რუსული რაკეტა „კალიბრი“ დაეცა მიკოლაივის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარე უკრაინულ ყაზარმებს, რომლებიც მიკოლაივში ბაზირებული 36-ე ცალკეული საზღვაო ქვეითი ბრიგადის საკუთრება იყო და ადგილობრივი ჯარისკაცების სწავლების დროს გამოიყენებოდა.[7] თავდასხმა ღამით მოხდა, როდესაც იქ მყოფებს ეძინათ. განგაშის ჩასართავად საკმარისი დრო არ იყო, რადგან რაკეტების გაშვება ახლო მანძილიდან, ხერსონის გარეუბნებიდან მოხდა.[45]

თავდაპირველად გარცელდა ინფორმაცია 45 ჯარისკავის დაღუპვის შესახებ და რაოდენობა შესაძლოა გაზრდილიყო.[46][47] ბელგიური გაზეთი „HLN“ იტყობინებოდა, რომ ქალაქის მორგის თანახმად, არანაკლებ 80 ჯარისკაცი იყო დაღუპული.[48] ბაზაზე 200-მდე სამხედრო იმყოფებოდა და ვარაუდობდნენ, რომ მათი დიდი ნაწილი დაიღუპა.[49] მეორე დღეს მხოლოდ ერთი გადარჩენილი ადამიანი გამოიყვანეს.[45]

 
მიკოლაივის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა სარაკეტო დარტყმის შემდე, 29 მარტი.

ასევე 18 მარტს, უკრაინულმა ძალებმა მიკოლაივთან გაარღვიეს რუსების პოზიციები და მოწინააღმდეგე ხერსონის ოლქისკენ განდევნეს.[50]

29 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმა განხორციელდა საოლქო ადმინისტრაციის შენობაზე, რის შედეგადაც სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა[51] და 33 დაიჭრა.[52][53]

8 აპრილის განცხადების თანახმად, მიკოლაივის ოლქში „პრაქტიკულად არ დარჩა“ რუსული სამხედრო ნაწილები.[54] ამის მიუხედავად, ქალაქის დაბომბვები მაინც გრძელდებოდა.[55]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. „Mykolaiv region on edge amid fear of a new Russian offensive“. Washington Post (ინგლისური). 9 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. „Practically no invaders left in Mykolayiv region – head of administration“. www.ukrinform.net (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  3. „Russian forces again shell Mykolaiv using Smerch MLRS“. www.ukrinform.net (ინგლისური). 26 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Schwirtz, Michael (6 მარტი, 2022). „Proud Band of Ukrainian Troops Holds Russian Assault at Bay — for Now“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 „As result of morning shelling of Mykolaiv, eight servicemen killed, eight missing – local authorities“. interfax-Ukraine. 7 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Michael Schwirtz (16 მარტი, 2022). 'I'm Not Scared of Anything': Death and Defiance in a Besieged Ukrainian City“. The New York Times. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  7. 7.0 7.1 7.2 „Russian Rocket Attack Turns Ukrainian Marine Base to Rubble, Killing Dozens“. MSN (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-20.
  8. 8.0 8.1 „The Ukrainian Navy's Flagship Appears To Have Been Scuttled“. The Drive. 3 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  9. 9.0 9.1 Andrew Harding (2022-03-12). „Battle for Mykolaiv: 'We are winning this fight, but not this war'. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-12. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  10. „Local mayor says 80 civilians killed in Ukraine’s Mykolayiv since start of war“. Al Arabiya English (ინგლისური). 30 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  11. 11.0 11.1 Natliya Gumenyuk (14 მარტი, 2022). „In Mykolaiv, a city awaiting a siege, it's clear that all Ukrainians are now people of war“. The Guardian. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  12. Walker, Shaun. „Russian forces push to take key port of Odesa as fighting near Kyiv rages“ (4 მარტი, 2022). The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  13. „Russian Offensive Campaign Assessment, March 4“ (ინგლისური). 4 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  14. „Миколаїв готується до кругової оборони: до міста прориваються 12 танків“ (უკრაინული). 24-Канал. 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  15. МАЗУРЕНКО, АЛЬОНА (26 თებერვალი, 2022). „Миколаїв готується до кругової оборони: пруть ворожі танки“ (უკრაინული). 24-Канал. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  16. „Russian invasion update: Mykolaiv preparing for all-round defense, tanks break through from Kakhovka“. Ukrinform. 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  17. Корнілов, Михайло (26 თებერვალი, 2022). „Миколаїв готується до кругової оборони“ (უკრაინული). Telegraf. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  18. „Миколаїв готується до оборони: розвели міст через річку, а людей просять не виходити“ (უკრაინული). Televiziyna Sluzhba Novyn. 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  19. Княжик, Оксана (26 თებერვალი, 2022). „Бои за Николаев: в городе слышны выстрелы, объявлен сбор медиков“. 24-Канал (უკრაინული). ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  20. Поляковськ, Таня (26 თებერვალი, 2022). „Танки пройшли через Миколаїв зі стріляниною – ОДА“. УНІАН (უკრაინული). ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  21. „У передмісті Миколаєва йде танковий бій“ (უკრაინული). 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  22. Kushnerik, Tetyana (26 თებერვალი, 2022). „У Миколаєві тероборона дала бій російським танкам“ (უკრაინული). ГЛАВКОМ. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  23. „В Николаев заходили российские танки: что известно“ (უკრაინული). Vechernyy Nikolaev [uk]. 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  24. „Миколаїв залишається під контролем України“ (უკრაინული). Televiziyna Sluzhba Novyn. 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  25. Oleksiy Goncharenko [GoncharenkoUa]. (27 თებერვალი, 2022) Mykolaiv's center after the night battle. Welcome to hell. uk. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022
  26. „Инсайдер Украина Новости Война“ (უკრაინული). Insider Ukraine. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  27. „Several killed as Russian rockets pound Ukraine’s Kharkiv“. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  28. „RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, FEBRUARY 28, 2022“. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  29. МАЗУРЕНКО, АЛЬОНА (2 მარტი, 2022). „У Миколаєві висадився ворожий десант. Людей просять покинути вулиці“. Українська Правда (უკრაინული). Ukrayinska Pravda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  30. „Міський голова Миколаєва розповів про ситуацію в місті“. TSN (უკრაინული). Televiziyna Sluzhba Novyn. 2 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  31. Trofimov, Yaroslav (16 მარტი, 2022). „A Ukrainian Town Deals Russia One of the War’s Most Decisive Routs“. Wall Street Journal (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  32. Evans, Michael. „Ukraine scuttles its flagship frigate as the Russians close in“. The Times (ინგლისური). ISSN 0140-0460. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-04. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  33. „Hetman Sahaidachny frigate, being under repair, flooded not to get to enemy – Reznikov“. Interfax Ukraine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  34. Evans, Michael (4 მარტი, 2022). „Ukraine scuttles its flagship frigate as Russians close in“. The Times. The Times. ISSN 0140-0460. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  35. „Ukrainian defenders repelled attack on Mykolaiv city, fighting continues on outskirts“. Ukrinform. 4 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  36. Schwirtz, Michael (2022-03-04). „In a surrounded Ukrainian city, residents vow to fight to the end“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-04. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  37. 37.0 37.1 Michael Schwirtz (7 მარტი, 2022). „Ukrainian forces have repelled another Russian assault on Mykolaiv, officials say“. The New York Times. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  38. Stefanie Glinski. „Russia’s Road to Odesa Runs Through Mykolaiv“. Foreign Policy. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  39. „Ukrainian forces have retaken Mykolayiv regional airport, says governor“. Reuters. 2022-03-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-07. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  40. 'They are so young': Corpses pile up in Mykolaiv morgue“. Agence France-Presse. Al Jazeera. 16 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  41. „Nine Killed by Bombing in Southern City of Mykolaiv: Regional Governor“. Agence France-Presse. The Moscow Times. 2022-03-13. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-13. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  42. Nick Martin (15 მარტი, 2022). „Ukraine war: Buses hurtle along Mykolaiv's deserted streets on the only safe route out of the city“. Sky News. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  43. Carole Landry (15 მარტი, 2022). „Scenes from the Resistance“. The New York Times. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  44. „Russian forces have been pushed back slightly from Ukraine's Mykolayiv city, says governor“. Reuters (ინგლისური). 15 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  45. 45.0 45.1 „Ukraine conflict: Scores feared dead after Russia attack on Mykolaiv barracks“. BBC News (ინგლისური). 19 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  46. „Russians hit army barracks in Mykolaiv in southern Ukraine, leaving dozens dead: reports“. Fox News (ინგლისური). 19 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  47. „As it happened: Ukraine war latest: Gun battles as Russian troops reach Mariupol city centre, says mayor“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  48. „Onze oorlogsjournalist Robin Ramaekers na bombardement in Mykolaiv: “Een van de zwaarste klappen voor het Oekraïense leger tot nu toe”“. HLN Nieuws (ნიდერლანდური). 18 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  49. „Ukraine war latest: Fighting preventing rescue at Mariupol theatre - mayor“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-19.
  50. Journal, Yaroslav Trofimov | Photographs by Manu Brabo for The Wall Street (2022-03-18). „Ukrainian Counteroffensive Near Mykolaiv Relieves Strategic Port City“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  51. „Death toll rises to 35 from strike on government building in Ukraine's Mykolaiv, governor says“ (ინგლისური). Reuters. 2022-04-02. ციტირების თარიღი: 2022-03-29.
  52. „12 people killed in Russian airstrike on government building in Mykolaiv“. www.ukrinform.net (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-29.
  53. Thomas N. (2022-03-29). „Twelve killed in Ukraine's Mykolaiv as rocket blasts hole in regional HQ“ (ინგლისური). Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-29. ციტირების თარიღი: 2022-03-29.
  54. „Practically no invaders left in Mykolayiv region – head of administration“. www.ukrinform.net (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  55. „Ukraine says five killed in shelling in city of Mykolaiv“. Reuters (ინგლისური). 15 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)