მიზეზის გარემოება

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიზეზის გარემოება გამოხატავს მოქმედების გამომწვევ მიზეზს. იგი ახლავს ზმნა-შემასმენელს ან სახელზმნით გასმოცემულ წინადადების წევრს და მოგვიგებს კითხვებზე: რატომ? რის გამო? რა მიზეზით?

მიზეზის გარემოება გადმოიცემა მიზეზის ზმნიზედით და სახელით, რომელიც ნათესაობითში დგას ან მოქმედებითში. ნათესაობითის ფორმას დაერთვის გამო ან გან თანდებული, ზოგჯერ წყალობით, გამოისობით, მეოხებით. მოქმედებითის ფორმა უთანდებულოა.

მიზეზის გარემოების გადმოსაცემად ხშირად თვის თანდებულიანი ნათესაობითიც გვხვდება. გან ნათესაობითით ხშირად უბრალო დამატება გადმოიცემა. ასეთი ფორმა მიზეზის გარემოებაა მაშინ, როდესაც იმავე შინაარსის გადმოსაცემად გან თნდებულს შიძლება შევუნაცვლოთ გამო თანდებული. სხვა შემთხვევაში უბრალო დამატებაა.