მიგელ ანხელ მოია რუმბო (ესპ. Miguel Ángel Moyà Rumbo; დ. 2 აპრილი, 1984) — ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე.

მიგელ ანხელ მოია
Miguel Ángel Moyà
მოია ასრულებს თავისუფალ დარტყმას
„ხეტაფეში“ 2012 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მიგელ ანხელ მოია რუმბო
დაბადების
თარიღი
2 აპრილი, 1984 (1984-04-02) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
ბინისალემი, ესპანეთის დროშა ესპანეთი
სიმაღლე 189
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ატლეტიკო მადრიდი
ნომერი 1
ახალგაზრდული კარიერა
მალიორკა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2004 მალიორკა B 58 (0)
2004–2009 მალიორკა 99 (0)
2009–2012 ვალენსია 12 (0)
2011–2012ხეტაფე (იჯარით) 36 (0)
2012–2014 ხეტაფე 58 (0)
2014– ატლეტიკო მადრიდი 36 (0)
ეროვნული ნაკრები
2000–2001 ესპანეთი 16 წლ. 7 (0)
2001 ესპანეთი 17 წლ. 4 (0)
2001–2003 ესპანეთი 19 წლ. 11 (0)
2003 ესპანეთი 20 წლ. 4 (0)
2004–2006 ესპანეთი 21 წლ. 12 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 მაისი, 2017

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

მალიორკა

რედაქტირება

დაიბადა ბანისალემში, მალიორკაში. მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა მშობლიური ქალაქის კლუბ „მალიორკაში“ 2004 წლის 29 აგვისტოს მადრიდის „რეალთან“ 0-1 წაგებულ მატჩში. იმ სეზონში ჩაატარა 32 მატჩი, კლუბი მე-17 ადგილზე გავიდა და გავარდა ლა ლიგიდან. ვეტერანი ტონი პრატსის დაბრუნების შემდეგ ის იყო სასტარტოს მოთამაშე 2 წლის განმავლობაში.

2007 წლიდან 2009 წლამდე მოია ებრძოდა ტრავმებს და მხოლოდ 13 მატჩში ითამაშა 2008-2009 წლების სეზონში.[1]

ვალენსია

რედაქტირება

2009 წლის ივნისში მოიამ თანხმობა განაცხადა „ვალენსიაში“ გადასვლაზე 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ.[2] 5 აგვისტოს სეზონისთვის მოსამზადებელ მატჩში, სადაც „ვალენსია“ 0-2 დამარცხდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“, მოიამ 30 წუთი ითამაშა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე მას შემდეგ, რაც ყველა ცვლილება გამოიყენა უნაი ემერმა და ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა. იმ მომენტში ანგარიში იყო 0-1.[3]

მოიას დებიუტი ლა ლიგაში შედგა სევილიასთან 2-0 მოგებულ საშინაო მატჩში, 2009-2010 წლების სეზონის სასტარტო მატჩში,[4] მაგრამ მალევე დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე შეცდომის შემდეგ და მისი ადგილი დაიკავა ვეტერანმა სეზარ სანჩესმა.

2011 წლის 15 ივნისს მოია იჯარით შეუერთდა „ხეტაფეს“.[5] 2011-2012 წლების სეზონში მოიამ მხოლოდ 2 მატჩი გამოტოვა ჩემპიონატში და გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი.[6]

2014 წლის მარტში მოიამ მიიღო მუხლის ტრავმა „ესპანიოლთან“ მატჩში, რის გამოც მოუწია 2013-2014 წლების სეზონის გაცდენა.[7]

ატლეტიკო მადრიდი

რედაქტირება

2014 წლის 4 ივნისს მოიამ გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი ესპანეთუს ჩემპიონ „ატლეტიკოსთან“,[8] 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ.[9][10]

მოიას დებიუტი შედგა 2014 წლის ესპანეთის სუპერთასის მატჩში „რეალთან“ 1-1 დასრულებულ მატჩში.[11]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

მოია თამაშობდა ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში. ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში ითამაშა 2007 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც გადათამაშებაში დამარცხდა იტალიის ნაკრებთან.

საკლუბო სტატისტიკა

რედაქტირება
განახლდა: 10 დეკემბერი 2014[12][13]
კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი საკონტინენტთაშორისო ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
მალიორკა 2003-2004 ლა ლიგა 0 0 0 0 0 0 0 0
2004-2005 ლა ლიგა 32 0 0 0 32 0
2005–2006 ლა ლიგა 9 0 1 0 10 0
2006-2007 ლა ლიგა 16 0 4 0 20 0
2007-2008 ლა ლიგა 29 0 2 0 31 0
2008-2009 ლა ლიგა 13 0 1 0 14 0
ჯამში 99 0 8 0 107 0
ვალენსია 2009-2010 ლა ლიგა 8 0 4 0 6[] 0 18 0
2010-2011 ლა ლიგა 4 0 1 0 1[] 0 6 0
ჯამში 12 0 5 0 7 0 24 0
ხეტაფე 2011-2012 ლა ლიგა 36 0 0 0 36 0
2012-2013 ლა ლიგა 32 0 2 0 34 0
2013-2014 ლა ლიგა 26 0 0 0 26 0
ჯამში 94 0 2 0 96 0
ატლეტიკო მადრიდი 2014-2015 ლა ლიგა 14 0 2 0 5[] 0 21 0
ჯამში კარიერაში 219 0 17 0 12 0 248 0

ტიტულები

რედაქტირება
ატლეტიკო მადრიდი
ესპანეთი 16 წლ.
  • ევროპის ჩემპიონატი: 2001
ესპანეთი 19 წლ.
  • ევროპის ჩემპიონატი: 2002
ესპანეთი 20 წლ.
  • მსოფლიო ჩემპიონატი: მეორე ადგილი, 2003
  1. Moyà es operado por segunda vez (Moyà undergoes surgery for the second time); Info Balear, 11 February 2009 (ესპანური)
  2. Mestalla calls for Moyá and Saltor; UEFA.com, 1 July 2009
  3. El Valencia cae con el Manchester ¡con Moyá de mediocentro! (Valencia falls at Manchester with Moyá as central midfielder!); Marca, 5 August 2009 (ესპანური)
  4. Valencia 2–0 Sevilla FC დაარქივებული 2012-10-24 საიტზე Wayback Machine. ; ESPN Soccernet, 30 August 2009
  5. „Comunicado oficial“ [Official announcement] (Spanish). Valencia CF. 14 June 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 15 June 2011.
  6. Moyá: "Estoy en Getafe muy feliz y por deseo personal" (Moyá: "I am very happy in Getafe and because i wanted"); Marca, 5 July 2012 (ესპანური)
  7. „Moyá podría perderse lo que resta de temporada por una lesión de rodilla“ [Moyá might lose remainder of season due to knee injury]. El Mundo Deportivo (Spanish). 5 March 2014. ციტირების თარიღი: 12 June 2014.
  8. „Atletico to sign Miguel Moya“. ESPN FC. 4 June 2014. ციტირების თარიღი: 6 June 2014.
  9. „Transfer news: Atletico Madrid to sign goalkeeper Miguel Angel Moya from Getafe“. Sky Sports. 4 June 2014. ციტირების თარიღი: 6 June 2014.
  10. „Moyá: “Atlético is one of Europe's greatest teams”“. Atlético Madrid. 5 June 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 29 July 2014.
  11. „Spanish Super Copa: Real Madrid and Atletico draw 1–1 in first leg“. Sky Sports. 19 August 2014. ციტირების თარიღი: 20 August 2014.
  12. Moyá. Soccerway. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 1 December 2014.
  13. Miguel Ángel Moyá. Footballdatabase. ციტირების თარიღი: 10 December 2014.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება