მიამოტო კენძი
მიამოტო კენძი (იაპონ. 宮本顕治; დ. 20 ოქტომბერი, 1908, იამაგუტის პრეფექტურა — გ. 18 ივლისი, 2007, ტოკიო) — იაპონიის კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე. იაპონიის კომპარტიის (იკპ) წევრი 1931-იდან. 1933 აირჩიეს იკპ ცენტრალური კომიტეტის წევრად, იკპ ცკ-ის სამდივნოსა და პოლიტბიუროს წევრად. იმავე წელს დააპატიმრეს. 1945-იდან იკპ ცკ-ის წევრი, 1946-იდან იკპ ცკ-ის პოლიტბიუროს (1955 გარდაიქმნა იკპ ცკ-ის პრეზიდიუმად) წევრი. 1946–1949 იკპ თეორიული ორგანოს — ჟურნალ „ძენეის“ რედაქტორი. 1947–1950 პარტიის საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე. 1955–1958 იკპ ცკ-ის მდივანი, გაზეთ „აკაჰატის“ მთავარი რედაქტორი (1957-მდე). 1958–1970 იკპ ცკ-ის გენერალური მდივანი. 1964-იდან იკპ ცკ-ის პრეზიდიუმის მუდმივი ბიუროს წევრი. 1970-იდან იკპ ცკ-ის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1982-იდან იკპ ცკ-ის თავმჯდომარე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 676.