მთის კაცი
მთის კაცი — ლეო ქიაჩელის სოციალური რომანი, რომელიც მთლიანად ეძღვნება სამამულო ომს. თარგმნილია მსოფლიოს 12 ენაზე.
„მთის კაცი“ | |
---|---|
ავტორი | ლეო ქიაჩელი |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | ქართული |
ჟანრი | სოცრეალიზმი |
გამოცემის თარიღი | 1948 |
გვერდი | 200 |
წინამორბედი | გვადი ბიგვა (1936—1937) |
სამამულო ომის მძვინვარე დღეებში შვილის დაღუპვით აფორიაქებულმა მწერალმა მოიარა ყირიმი, სადაც იბრძოდა მისი ერთადერთი ვაჟი, და თბილისში დაბრუნებულმა დაწერა რომანი „მთის კაცი“.