მთის ბარისპირა
მთის ბარისპირა[1] (Stachys grandiflora; სინ. დიდყვავილა ბარისპირა Stachys macrantha) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სწორმდგომი, 25 —70 სმ-მდე სიმაღლისა. ფესვთანური ფოთლები კვერცხისებრია ან სამკუთხა გულისებრი. ყვავილები ორტუჩაა, დიდი ზომის 3-3,5 სმ-მდე სიგრძის, მეწამული.
ბარისპირა დიდყვავილა | ||||
---|---|---|---|---|
Betonica macrantha | ||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
| ||||
ლათინური სახელი | ||||
Betonica macrantha | ||||
იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყელებში 3000 მ-მდე ზღვის დონიდან, მდელოებს, ტყის პირებსა და მაღალბალახეულში. გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, კავკასიასა და ჩრდილო-დასავლეთ ირანში.
ლიტერატურა
რედაქტირება- დ. მცხვეთაძე ბორჯომ-ხარაგოულის ეროვნული პარკის თაიგული, თბ. 2001
- Die große Pflanzen-Ezyklopädie, Bd. 2., გვ. 1002