მთვარის დინასტია
მთვარის დინასტია, ან ჩანდრა–ვაშმა (candra-vaṃśa) — ინდუიზმის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი დინასტია, მზის დინასტიის (სურია–ვამშა) მსგავსად.
შესავალი
რედაქტირებაამ დინასტიის მეფეები იწოდებოდნენ „ჩანდრავამშინად“ ან „ჩანდრავამშარაჯად“. ლიტერატურაში მთვარის დინასტია გვხვდება, აგრეთვე, სახელწოდებით „სომა–ვამშა“.
დინასტიამ სახელწოდება მიიღო მისი დამაარსებლის — ჩანდრას ან სომას მიხედვით, რომელიც ინდუიზმში მთვარის ღმერთს წარმოადგენს. მთვარის დინასტიის პირველ მეფედ ითვლება პურუვარასი, რომლის მეტრონიმული სახელია აილა, საიდანაც მოდის დინასტიის კიდევ ერთი სახელი აილას დინასტია. ამ მეფისა და მისი შთამომავლებისგან მოდის ძველი ინდოეთის მრავალი ცნობილი დინასტია, რომლებიც დღესაც აგრძელებენ კავშირს მათი მმართველების დინასტიის სიაში შეტანით.
გენეალოგია
რედაქტირებამეფე პურუვარასამდე მთვარის დინასტიის მემკვიდრეობითი ხაზი ასე გამოიყურება:
ბრაჰმა / \ არტი მარიჩი | | | კაშიაპა | | ჩანდრა ვივასვანი | | | მანუ | | ბუდა ილა \ / პურუვარასი
ილის მხრიდან ჯაჭვის მეორე მხარე:
1) ბრაჰმა → მარიჩი → კაშიაპა → იამა ვაივასვატა → მარტანდა → მანუ → ილა.
2) დაკშა → ადიტი → ვივასვანი → მანუ → ილა.
ილა იყო მანუს ქალიშვილი, ზოგჯერ კი ვჟი, რომელიც წყევლისშედეგად გადაიქცა ქალად.
მთვარის დინასტიის გენეალოგიაში მნიშვნელოვან რგოლად ითვლება მემკვიდრეობა ილას ვაჟის პარურავასაგან მეფე იაიატიმდე. ამ მემკვიდრეთა შესახებ მონაცემები მოტანილია თორმეტ „პურანში“, ორჯერ „მაჰაბჰარატაში“ და „რამაიანას“ ნაწილში. ქვემოთ მოყვანილი სქემა გამოსახავს ამ წყაროთა მონაცემებს.
ილა | პურურავას აილა | ------------------------------------------- | | აიუ (აიუსი) ამავასი | | ----------------------------------------------------------------- კანიაკუბუჯების დინასტია | | | | | ნახუშა ქშატრაბრიდჰა რამბჰა რაჯი ანენასი | | | | ---------------- კაშის დინასტია ქშატრიები რაჯეია ქშატრადჰარმანები | | იატი იაიატი | -------------------------------------------------------------------- | | | | | იადუ ტურვასუ დრუჰიუ ანუ პურუ | | | | | ---------------- ტურვასუს გვარი დრუჰიუს გვარი ანავები პაურავები | | | საჰასრაჯიტი კროშტუ -------------------- | | | | შატაჯიტი იადავები უშინარა ტიტიკშუ | | | ჰაიჰაია პენჯაბის დინასტია აღმოსავლეთის დინასტია | [[ჰაიჰაი]
მმართველთა სია დინასტიების მიხედვით
რედაქტირებააქ მოტანილია ძირითადი დინასტიის მმართველთა სია
კანიაკუბუჯების დინასტია
რედაქტირებადინასტიის დამაარსებლად ითვლება მეფე პურუვარასა აილი ამავასუს ვაჟი. დინასტიის დედაქალაქად ითვლებოდა კანიაკუბუჯა (თანამედროვე კანაუჯი).
- ამავასუ
- ბჰიმა
- კანჩანაპრაბა
- სუჰოტრა
- ჯაჰნუ
- სუნაჰა
- აჯაკა
- ბალაკაშვა
- კუშა
- კუშაშვა–კუშიკა
- გადჰი
- ვიშვამიტრა
- აშტაკა
- ლაუჰი
კაშის დინასტია
რედაქტირებადინასტიის დამაარსებლად ითვლება მეფე აიუს ვაჟი სახელად ქშატრავიდა. დინასტიის დედაქალაქი იყო კაში (თანამედროვე ქალაქი ვარანასი).
- ქშატრავიდა
- გუნაჰოტრა
- კაშა
- დირგატაპასი
- დანვა
- დანვანტარი
- კეტუმან I
- ბჰიმარატა
- დივოდასა I
- აშტარათჰა
- ხარიაშვა
- სუდევა
- დივოდასა II
- პრატარდანა
- ვაცა
- ალარკა
- სანათი
- სუნიტა
- ქშემა
- კეტუმან II
- სუკეტუ
- დარმაკეტუ
- სატიაკეტუ
- ვიბჰუ
- სუვიბჰუ
- სუკუმარა
- დრიშტაკეტუ
- ვენუჰოტრა
- ბარგა
იადავების დინასტია
რედაქტირებადინასტიის დამაარსებელია იაიატის ვაჟი, სახელად იადუ. იადავები, თავის მხრივ, ორ სხვადასხვა განშტოებად გაიყო: ჰაიჰაი, რომელიც წარმოიშვა იადუს ვაჟის საჰასრაჯიტისგან და თავად იადავები, უმთავრესი გვარი იადუს ვაჟის კროშტუსგან.
ჰაიჰაები
რედაქტირებასახელწოდება მიიღო დინასტიის მესამე მეფის ჰაიჰაიასაგან.
- საჰასრაჯიტი
- შატაჯიტი
- ჰაიჰაია
- დარმანეტრა
- კუნტუ
- საჰანჯა
- მაჰიშმანი
- ბადრაშრენია
- დურდამა
- კანაკა
- კრიტავირია
- არჯუნა კარტავირია
- ჯაიადვაჯა
- თალაჯანგა
- ვიტიჰოტრა
- ანანტა
- დურჯაია
- სუპრატიკა
იადავები (კროშტუს მემკვიდრენი)
რედაქტირება- კროშტუ
- ვრიჯიანივან
- სვახი
- რუშადგუ
- ჩითრარათჰა
- შაშაბინდუ
- პრითჰუშრავასი
- ანტარა
- სუიაჯნია
- უშანასი
- შინეიუ
- მარუტა
- კამბალაბარჰისი
- რუკმაკავაჩა
- პარავრიტი
- ჯიამაგჰა
- ვიდარბჰა
- კრათჰა–ბრიმა
- კუნტი
- დრიშტა
- ნირვრიტი
- ვიდურათჰა
- დაშარათჰა
- ვიომანი
- ჯიმუტა
- ვიკრიტი
- ბჰიმარათჰა
- რატჰავარა
- დაშარათჰა
- ეკადაშარატა
- შაკუნი
- კარამბა
- დევარატა
- დევაქშატრა
- დევანა
- მადჰუ
- პურუვაშა
- პურუდვანტი
- ჯანტუ (ამშუ)
- სატვანი
- ბჰიმა სატვატა
სატვატს ჰყავდა ოთხი ვაჟი, რომლებმაც სათავე დაუდეს იადავებს შორის რამდენიმე საგვარეულოს.
სატვატა | ----------------------------------------------------------------- | | | | ბჰაჯინ–ბჰაჯმანა დევავრიდჰა ანდჰაკა მაჰაბჰოჯა ვრიშნი | | (იხ. ქვემოთ) ბაბრუ -------------- | | | ბჰოჯი მარტიკავატიდან კუკურა ბჰაჯმანა (მისი შთამომავლებია (მისი შთამომავლებია კუკურები) ანდჰრები) | | ვრიშნი (დჰრიშნუ) ვიდურატჰა | | კაპოტარომანი რაჯადჰიდევა-შურა | | ვილომანი (ტიტირი) შონაშვა | | ნალა შამინ (ნანდანოდარადუნდუბჰი) | | | აბჰიჯიტი პრატიკშატრა | | პუნარვასუ სვაიამბჰოჯა | | აჰუკა ჰრიდიკა | | -------------- ----------------------- | | | | | დევაკა უგრასენა კრიტავარმანი დევარა დანარჩენი ვაჟები | | კანსა და სხვები კამბალაბარჰიშა | ასამაუჯასი
თავის მხრივ ვრიშნის მემკვიდრეთა სია მისი მეუღლეების განდჰარასა და მადრის ჩამომავლებიდან ასე გამოიყურება
განდჰარა = ვრიშნი = მადრი | | ------- ------------------------------------------------------------ | | | | | სუმიტრა ან ანამიტრა I იუდჰაჯიტი დევამიდჰუშა ანამიტრა II შინი (?) | | | | ნიგჰა პრიშნი შურა შინი | | | | ------------ ------------- -------------- სატიანკა | | | | | | | პრასენა სატრაჯიტი შვაპჰალკა ჩიტრაკა ვასუდევა სხვა იუიუდჰანა | | | | ვაჟები | ბჰანგაკარა აკრურა პრიტჰი და სხვ. ----------- ასანგა | | | | | საბჰაკშა დევავანტი ბალარამა კრიშნა იუგანდჰარა და უპადევა
ტურვასუს საგვარეულო
რედაქტირება- ტურვასუ
- ბაჰნი
- გარბჰა
- გობჰანუ
- ტრაშანუ
- კარანდამა
- მარუტა
- დუშიანტა
დრუჰიუს საგვარეულო
რედაქტირება- დრუჰიუ
- ბაბრუ
- სეტუ
- ანგარა
- განდჰარა
- დჰარმა
- დჰრიტა
- დურდემა
- პრაჩეტასი
- სუჩეტასი
ანავები
რედაქტირებაანავების გენეალოგია («ანუს შთამომავლობა») მოცემულია ცხრა პურანში. ანუდან მეშვიდე მეფის შემდეგ, ორი ვაჟის პატრონის მაჰამანასის დინასტია გაიყო ორ დიდ შტოდ. მაჰამანასის უფროსი ვაჟი უშინარა და მისი შთამომავლები დაფუძნდნენ ჩრდილო–დასავლეთ ინდოეთში, დაახლოებით პენჯაბის მიდამოებში. მეორე ვაჟმა ტიტიკშუმ დააარსა ახალი სამეფო აღმოსავლეთ ბიჰარიში.
ანავები იყვნენ უფროსი ვაჟის, უშინარას შთამომავლები. უშინარას ჰყავდა რამდენიმე მემკვიდრე. მათაგან, თითოეულმა ცალკ–ცალკე შექმნა თავისი პატარა ადგილობრივი დინასტია.
უშინარა | ------------------------------------------------------------------------ | | | | | ნრიგა ნავა კრიმი სუვრატა შივი აუშინარა | | | | | იაუდჰეი მეფე ნავარაშტრი მეფე კრიმილი ამბაშტი | | -------------------------------- | | | | ვრიშადარბჰა სუვირა კეკაია მადრაკი | | | | ვრიშადარბჰები საუვირები კეკაი მადრაკები (კაიკეი)
ლიტერატურა
რედაქტირება- მაჰაბჰარატა. წიგნი პირველი. ადიპარვა. — გამ. მეცნიერება, 1950.
- მსოფლიოს ხალხთა მითები / რედ. ს. ა. ტოკარევი. — გამ. საბჭოთა ენციკლოპედია, 1991.
- ანტიკური ინდური ტრადიციები – ფ.ე. ფარგიტერი — ლონდონი, 1922.