სატავაჰანას დინასტია

(გადამისამართდა გვერდიდან ანდჰრები)

სატავაჰანები — სამხრეთ ინდური სამეფო დინასტია. ძვ. წ. III საუკუნიდან 450 წლის მანძილზე თანამედროვე შტატ ანდჰრა-პრადეშიდან დეკანის ცენტრალური ოლქების ჩათვლით ტერიტორიების მმათველები. ისინი იყვნენ მმართველები მაურიების დინასტიის დაცემის დროიდან მოყოლებული ახ. წ. III საუკუნეში პალავების სახელმწიფოს შექმნამდე.

აშოკას მეფობის დროს სატავაჰანები იყვნენენ ვასალის მდგომარეობაში. მისი გარდაცვალების შემდეგ მალე, როგორც ჩანს, გამოეყვნენ უკვე შუნგას იმპერიას და სრულ დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ძვ. წ. IIძვ. წ. I საუკუნეებში მათ შეაჩერეს საკების და სხვა ირანულენოვანი ხალხების წინსვლა სამხრეთ ინდოეთში.

ამ დინასტიის კულტურის ისტორიაზე ცოტა რამ არის ცნობილი. სავარაუდოდ, ისინი აღიარენდნენ ბუდიზმს, რასაც მოწმობს სამშენებლო მოღვაწეობა სანჩში — მადჰია-პრადეშის შტატის პატარა სოფელში.

სატავაჰანების დინასტია

რედაქტირება
  • სიმუკა, ანდჰრადეშის მაჰარაჯა ძვ. წ. 211 — ძვ. წ. 198
  • კრიშნა, სიმუკის ძმა, ანდჰრადეშის მაჰარაჯა ძვ. წ. 198 — ძვ. წ. 184
  • შატაკარნი I, კუნალას ვაჟი ანდჰრადეშის მაჰარაჯა ძვ. წ. 184 — ძვ. წ. 170
  • პურჰოტანგა, ანდჰრადეშის მაჰარაჯა ძვ. წ. 170 — ძვ. წ. 152
  • სკანდასტაბი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა ძვ. წ.152 — ძვ. წ. 134
  • შატაკარნი II, ანდჰრადეშის მაჰარაჯა ძვ. წ.134 — ძვ. წ. 78
  • ლამბოდატა, შატაკარნი II-ის ვაჟი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა ძვ. წ. 78 — ძვ. წ. 60
  • აპილაკა, ლამბოდატის ვაჟი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა ძვ. წ. 60 — ძვ. წ. 48
  • მეგასვატი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა ძვ. წ. 48 — ძვ. წ. 30
  • სვატი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა ძვ. წ. 30 — ძვ. წ. 12
  • სკანდასვატი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა ძვ. წ. 12 — ძვ. წ. 5
  • მრიჰენდრა სვატიკარნი,ანდჰრადეშის მაჰარაჯა ძვ. წ.5 — ძვ. წ. 2
  • კუნტალა სვატიკარნი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა ძვ. წ. 2 — 6
  • სვატიკარნი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 6—7
  • პულუმავი I, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 7—31
  • გაურაკრიშნა, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 31—56
  • ჰალა, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 56—57
  • მანდილაკა, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 57—62
  • პურინდრასენა, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 62—83
  • სუნდარა სვატიკარნი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 83—84
  • ჩოკარა სვატიკარნი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 84
  • შივასვატი სვატიკარნი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 84—112
  • გაუტამიპუტრა შატაკარნი, შივასვატი ავატიკარნის ვაჟი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 112—136
  • შრი პულუმავი ვასიშტჰიპუტრა, გაუტამიპუტრა შატაკარნის ვაჟი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა136—164
  • შივა შრი ვასიშტჰიპუტრა შატაკარნი, გაუტამიპუტრა შატაკარნის ვაჟი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 164—171
  • შივა სკანდა შატაკარნი, პულუმავი ვასიშტჰიპუტრას ვაჟი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 171—178
  • შრი იაჯნია შატაკარნი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 178—207
  • ვიჯაი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 207—213
  • ჩანდრა შრი შატაკარნი, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 213—216
  • პულუმავი III, ანდჰრადეშის მაჰარაჯა 216—224