მთა-მდელოს ნიადაგები

მთა-მდელოს ნიადაგებინიადაგების ტიპების ჯგუფი. გავრცელებულია სუბალპური და ალპურ ზონაში მდელოს მცენარეულობის ქვეშ. მთა-მდელოს ნიადაგებს განეკუთვნება მთა-მდელოს კორდიანი, შავმიწისებრი, კორდიან-ტორფიანი, ტორფიანი და სხვა. მისთვის დამახასიათებელია საშუალო და მცირე სისქის პროფილი, მსუბუქი მექანიკური შედგენილობა, ხირხატიანობის სხვადასხვა ხარისხი, ზედა ფენაში გაკორდება (ზოგჯერ გატორფება) და ორგანული ნივთიერების მაღალი შემცველობა. საქართველოში მთა-მდელოს ნიადაგები წარმოდგენილია კავკასიონის მთიანი სისტემის ვერტიკალური ზონალობის შესაბამისად, გავრცელებულია აგრეთვე სამხრეთ მთიანეთში (ჯავახეთში), სადაც უფრო მთის შავმიწებსა და კლდოვან გაშიშვლებებს შორის გვხვდება. იყენებენ საძოვრებად და სათიბებად.

ლიტერატურა

რედაქტირება