მთადეკეულის წმინდა გიორგის ეკლესია

მთადეკეულის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროსთან, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ მთადეკეულის ცენტრში, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება IX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (4,9 X 7,5 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით (წყობა ირეგულარულია). ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია გადახურვა, სანახევროდ დანგრეულია კედლები. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთ კედელში სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში მცირე ნიში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.