მზომელასებრნი
მზომელასებრნი (ლათ. Geometridae) — ბინდისა და ღამის პეპლების ოჯახი. მზომელასებრთა ფრთების შლილი 3-4, ზოგისა 8 სმ-ს აღწევს. იკვებებიან ხემცენარეთა კვირტებით, ფოთლებით, კოკრებითა და ყვავილებით. ოჯახში 15 ათასამდე სახეობაა. განსაკუთრებით ბევრია ტროპიკულ და ფართოფოთლოვან ტყეებში. მრავალი მათგანი მავნებელია. საქართველოში აღსანიშნავია თელას, შოთხვის, მოცხარის, ხურტმლის და სხვა მზომელები, მუქი მწვანე ციდარია, ჩვეულებრივი ციდარია, მუქი რუხი ცქვლეფია და სხვა.
მზომელასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Peribatodes rhomboidaria | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Geometridae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 662.