მზია წერეთელი
მზია წერეთელი (დ. 14 აგვისტო, 1963, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, პედაგოგი, ფსიქოლოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი.
1990-1993 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი. 1993-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრა. 2006-2008 წლებში ასოცირებული პროფესორი. 2006-2008 წლებში კავკასიის ბიზნეს სკოლის მიწვეული ლექტორი. 2008 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ასევე განათლების ფსიქოლოგიის კონცენტრაციის ხელმძღვანელი, სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. 2008-2010 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორი. 2010-2011 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ე„როვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის“ ეროვნული შეფასებების, კვლევებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი. 2012-2013 წლებში ფსიქომეტრიკოსი ექსპერტის პოზიცია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში. 2013 წლიდან იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კვლევისა და შეფასების სამმართველოს უფროსი, ხოლო 2014 წლიდან განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი.
1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მეხსიერებაში სემანტიკური ინფორმაციის შენახვის ფორმებისა და მექანიზმების შესახებ.“ 2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „გენდერული ცნობიერების ფორმირებისა და მოქმედების ფსიქოლოგიური მექანიზმები.“[1]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Intercultural sensitivity among Georgian, Armenian and Azerbaijani students in Georgia - Tbilisi, 2015. - 96p.. - ISBN: 978-9941-0-7510-0
- ინკლუზიური განათლება (თანაავტორი). - თბილისი, ტიფლოპოლიგრაფია, 2011. გვ. 188 - ISBN: 978-9941-0-2973-8
- ტესტური დავალებების შექმნის ხელოვნება : დამხმ. სახელმძღვ. სკოლის მასწავლებლებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2009 გვ. 169 - ISBN: 978-9941-0-1662-2
- როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება : მეთოდ. სახელმძღვ. თბილისი, ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2007 გვ. 84
- გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის (ავტორი). - თბილისი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 გვ. 116 - ISBN: 99940-871-1-8
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. თბ., 2012 გვ. 597