მზია კობერიძე
ქართველი ჟურნალისტი და მთარგმნელი
მზია კობერიძე (დ. 1 თებერვალი, 1936, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი და მთარგმნელი.
1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1960-2005 წლებში მუშაობდა გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში“: იყო ამ გაზეთის ლიტმუშაკი, კორესპონდენტი, სხვადასხვა განყოფილებების გამგე (მათ შორის კულტურისა და ყოფა–ცხოვრების განყოფილებისა (1980–1991), რედაქტორის მოადგილე (1991-1995), კულტურის, მეცნიერების და განათლების განყოფილების რედაქტორი (1998-2005); 1994-1998 წწ. გაზეთ „სიყვარულის“ რედაქტორის მოადგილეა; 1997-1998 წწ. გაზეთ „საუკუნის გადასახედის“ რედაქტორი. 1992-2004 წწ. თბილისის ჟურნალისტიკის და სამართლის ინსტიტუტის პრორექტორი. ეწევა მთარგმნელობით მუშაობას.