მზია ბრეგვაძე
მზია ბრეგვაძე (დ. 26 მარტი, 1942) — ქართველი პარაზიტოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს პარაზიტოლოგთა საზოგადოების წევრი.
მზია ბრეგვაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
26 მარტი, 1942 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
საქმიანობა | ექიმი-პარაზიტოლოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამზია ბრეგვაძე დაიბადა 1942 წლის 26 მარტს, ქალაქ თბილისში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი.
1971-1976 წლებში თბილისის ვაქცინაციების და შრატების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი იყო. 1977 წლიდან მუშაობს სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1988 წლის 29-30 მაისს მონაწილეობდა თბილისში გამართული ფალკის საერთაშორისო სიმპოზიუმში. არის 16 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., გვ. 47, 2000.