მზია ბაქრაძე
მზია ბაქრაძე (დ. 1929, თბილისი, საქართველო, გ. 20 იანვარი, 2022, საქართველო) — ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი, მკვლევარი, პედაგოგი, ფილოლოგი.
მზია ბაქრაძე | |
---|---|
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მეცნიერი, მთარგმნელი, მკვლევარი, პედაგოგი და ფილოლოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,1958 წელს თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ასპირანტურა. 1948 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ მესამე კურსიდან შეიცვალა პროფესია და უცხო ენების ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტი გახდა. 1955-1970 წლებში შეთავსებით მუშაობდა რეფერენტად საქართველოს უცხო ქვეყნების მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოებაში და საფრანგეთის დელეგაციებთან. 1961–1962 წლებში თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურაში სპეციალიზაციის მიზნით გაიგზავნა სტაჟირებაზე პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში უცხო ენების ინსტიტუტის მიერ. 1972-1973 წლებში იყო მოსკოვის უნივერსიტეტისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დოქტორანტი. 1958-1974 გახდა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ლექტორი. 1974-1976 წლებში ფრანგული ენის ფაკულტეტის დეკანი. 1976-1986 წლებში ამავე ინსტიტუტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. 1986-1987 წლებში ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში. 1988-1996 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენის კათედრაზე. 2006-2009 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტის სრული პროფესორი რომანისტიკის განხრით. 2009 წელს მიენიჭა უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდება. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა უკავშირდება ფრანგულ ლიტერატურასა და ფილოსოფიას. იკვლევდა ფრანგული "ახალი რომანის" თეორიულ საფუძვლებს და ეგზისტენციალიზმის პრობლემებს XX საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში. 1964 წელს დაიცვა დისერტაციის თემა - "ჟან პოლ სარტრის მსოფლმხედველობის ევოლუცია მისი ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით".