მეჯლისი-უნსი (აზერ. Məclisi-Üns — „მეგობრობის საზოგადოება“[1]) – ლიტერატურული წრე. მომქმედებდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქ შუშაში აზერბაიჯანელი პოეტი ქალის ხურშიდბანუ ნათავანის ხელმძღვანელობით.

ლიტერატურული წრე ჩამოყალიბდა 1864 წელს შუშაში, პოეტ ჰაჯი აბას აგაჰის სახლში, პოეტ რაჰიმ-ბეი ფენის ინიციატივით.[2] მეჯლისი-უნსი მოქმედებდა 1897 წლამდე. წრის გავლენიანი წევრები იყვნენ თვითონ რაჰიმ-ბეი ფენა, ნათავანი, მებომბექი მამაი, მირზა ალესქერ ნოვრესი, ა. იუზბაშევი, მ. ს. პირაი და სხვ.[3]

1872 წელს წრეს სათავეში ჩაუდგა ხურშიდბანუ ნათავანი. ამის შემდეგ მიიღო ფართო აღიარება და მცირეოდენი დროის შემდეგ მისი წევრების რაოდენობამ ოცდაათს მიაღწია. წრე ისეთი კლასიკოსების პროპაგანდას ახდენდა, როგორიცაა ნიზამი განჯევი, ხაკანი შირვანი, ფუზული, ნასიმი, მოლა პანაჰ ვაგიფი, ვიდადი, სეიდ აზიმ შირვანი.[4]

  1. Шушинский Ф. Шуша. — Б.: Азернешр, 1968. — С. 87. — 164 с.
  2. История Азербайджана / Под ред. И. А. Гусейнова. — Б.: Издательство Академии наук Азербайджанской ССР, 1960. — Т. II. — С. 388.
  3. АСЭ, 1982, с. 545.
  4. Абасова Э. Узеир Гаджибеков: путь жизни и творчества. — Б.: Элм, 1985. — С. 30. — 197 с.