მეჯინიბე
მეჯინიბე — მეჯინიბეთუხუცესის ხელქვეითი მოხელე ძველ საქართველოში. მეჯინიბეებს საჯინიბოში მუშაობა და ცხენების მოვლა ევალებოდათ. ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით (სამეფო დასტურლამალი, 182), ცხენები ხარისხებად დაყოფილი მიებარებოდა მეჯინიბეებს (მაგ., გამორჩეული, „უკეთესი ცხენი ორს მეჯინიბეს სამი... დააჩემონ“); თუ ცხენი „ავად დაყურები“ იქნებოდა, მეჯინიბე „ჯარომით და ცემით“ დაისჯებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 151, 154;
- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 655.