მეჭურჭლე — სახელმწიფო ხაზინის, საჭურჭლის მოხელე ძველ საქართველოში. ხელმწიფის კარის გარიგებაში იხსენიებიან „მეჭურჭლენი ქალაქისანი“, „დარბაზს მყოფნი მეჭურჭლენი“, აგრეთვე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის „ზედამდგომელი მეჭურჭლე“. მეჭურჭლენი მეჭურჭლეთუხუცესის უწყებაში შედიოდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება