მეშაბაშის ეკლესია
მეშაბაშის მთავარანგელოზის ეკლესია — ქართული ეკლესია საინგილოში. დგას სოფელ მეშაბაშის ცენტრში და XIX საუკუნის მიწურულსაა აგებული. ტაძარი წარმოადგენს მართკუთხასაკურთხევლიან დარბაზს, რომელსაც დასავლეთის კეხზე მცირე სამრეკლო აქვს დადგმული.
მეშაბაშის მთავარანგელოზი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°24′36″N 46°52′35″E / 41.409916° ჩ. გ. 46.876387° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მუნიციპალიტეტი | კახი |
ადგილმდებარეობა | სოფ. მეშაბაში. |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ფუნქციური სტატუსი | მართლმადიდებლური ეკლესია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული ეკლესია |
თარიღდება | XIX სკ. |
სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ორ-ორი სარკმელია გაჭრილი. ერთადერთი კარი დასავლეთიდან, საფეხურებიანი ბაქნიდანაა განთავსებული.