მეღვინე
მეღვინე — მეღვინეთუხუცესის ხელქვეითი მოხელე ძველ საქართველოში. მეღვინეების ძირითადი მოვალეობა იყო ღვინის გადასახადის გაწერა და შემოსავლის აღრიცხვა, ანგარიშის შედგენა. მათ ევალებოდათ აგრეთვე საღვინე ჭურჭლის ყურისგდება. ერთ-ერთი მეღვინე პირადად მეფეს ემსახურებოდა და მას „პირის მეღვინე“ ეწოდებოდა. სავარაუდოა, რომ „ჴელმწიფის კარის გარიგებაში“ მოხსენებული „პირის მეღვინე“ და „პირის მწდე“ ერთი და იგივე მოხელე იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 190-195
- სურგულაძე ი., ქსე, ტ. 6, გვ. 634, თბ., 198