მექსიკური კვიპაროზი
მექსიკური კვიპაროზი (ლათ. Cupressus lusitanica) — მარადმწვანე ხე კვიპაროზისებრთა ოჯახისა. სიმაღლით აღწევს 50 მ-ს, დიამეტრი 4-5 მ. აქვს ძალიან ლამაზი ვარჯი, დახრილი გვერდითი ტოტებით და მრავალი დაკიდებული წვრილი ყლორტებით, რომლებზეც გაწყობილია ნაზი ღია-მწვანეფერის წიწვები, წიწვი ხეზე მეორე წლამდე რჩება. მდედრობითი გირჩები 3-4,5 სმ სიგრძისაა. სათესლე ქერქლების იღლიებში წყვილი უფრთო თესლია.
მექსიკური კვიპაროზი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cupressus lusitanica | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 42221 | ||||||||||||
|
ველურად გავრცელებულია მექსიკის ზომიერი ჰავის პირობებში, სადაც ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მეტრ სიმაღლემდე ვრცელ ტყეებს ქმნის. იგი უფრი სითბოს მომთხოვნია ვიდრე ჭაობის. მექსიკური კვიპაროზის ხელოვნურად გაშენება შესაძლებელია მხოლოდ თბილი ჰავის პირობებში.