მეტივური
მეტივური — ქართული ხალხური შრომის პოეზიის სახეობა; გუნდური სიმღერა, რომელსაც ასრულებდნენ მეტივეები ტივის დაცურების დროს. როგორც ჟანრი უძველეს ხანაში უნდა იყოს გაჩენილი (სტრაბონისა და ჰეროდოტეს ცნობები საქართველოში მდინარეებზე ხე-ტყის ტრანსპორტირების შესახებ), თუმცა ჩვენამდე მოღწეული ტექსტების მნიშვნელოვანი ნაწილი სამრეწველო კაპიტალიზმის ეპოქაშია შექმნილი. მეტივურს ასრულებს 2 მეტივე ერთიმეორის შენაცვლებით, გაბმული ბანის ფონზე. ოღონდ მეტივის მელოდია თხრობითი ხასიათისაა და რეჩიტატივით ვითარდება. მეტივურში მთავარია პოეტური ტექსტი, რომელიც ნებისმიერი შეიძლება იყოს, იგი ზოგჯერ სიმღერის პროცესში იქმნება. ხშირია 2 მეტივის ერთმანეთთან გაშაირება, შეჯიბრი. შაირები მაღალი ოსტატობითა და იუმორით ხასიათდება. მეტივურის ნიმუშები ჩაიწერეს ზ. გულისაშვილმა, ვ. კოტეტიშვილმა, გ. კალანდაძემ და სხვებმა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 614.