მეტეხის ნამოსახლარი და სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
მეტეხის ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში. კასპი-მეტეხის საავტომობილო გზის გასწვრივ, გზიდან 0,8 კილომეტრზე კოწახურის ხევის მარჯვენა ნაპირზე, ხევიდან 0,6 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანით. ნამოსახლრაზე ზედაპირულად მოიპოვება შავი და რუხი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ნამოსახლარის აღმოსავლეთით 0,15 კილომეტრზე სამაროვანია. აქ დადასტურებულია ორმოსამარხები. ნამოსახლარის ჩრდილოეთით 0,1 კილომეტრზე ორი ქვაყრილიანი ყორღანია.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვიტაიშვილი, რ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 179.