მეტეხის ამაღლების ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეტეხი.

მეტეხის ამაღლების ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის აღმოსავლეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5 X 4 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. კონსტრუქციის ნაწილებში, კუთხეებსა და წირთხლებზე გამოყენებულია შირიმის ქვა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, რომლებზეც მარტივი სატრიუმფო თაღია გადაყვანილი. საკურთხევლის წინ დგას მცირე ზომის ორმალიანი კანკელი. დარბაზი გადახურულია პილასტრებზე გადაყვანილი ცილინდრული კამარით, რომელსაც ორი შეკიდული საბჯენი თაღი აქვს. ეკლესიის ინტერიერი და კანკელი შელესილია. საკურთხევლის ბაქანი არ არის გამოყოფილი. იატაკი დატკეპნილი მიწისაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.