მეტალოგენია
მეტალოგენია (ბერძ. metallon – ლითონი და genia – რთული სიტყვის ნაწილი, აღნიშნავს წარმოშობას, შექმნას) — გეოლოგიის დარგი, რომელიც იკვლევს მადნეული საბადოების ჩამოყალიბებისა და განაწილების რეგიონულ კანონზომიერებებს მაგმურ, ტექტონიკურ და ნალექთდაგროვებით პროცესებთან კავშირში. ეს პროცესი გეოსინკლინებსა და ბაქნებზე სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს.
გეოსინკლინის დაძირვის ეტაპზე წარმოიქმნება მაგმური ქანების 4 ფორმაცია: სპილიტ-კერატოფირული — სპილენძის, თუთიის, ზოგჯერ ტყვიის კოლჩედანური ტიპის საბადოებით; პერიდოტიტური-ქრომიტების მაგმური საბადოებით; გაბრო-პიროქსენიტ-დუნიტური — ტიტანმაგნეტიტური მადნების მაგმური საბადოებით და პლაგიოგრანიტ-პლაგიოსიენიტური — რკინისა და სპილენძის სკარნული საბადოებით.
მეტალოგენია წარმოადგენს მადნეული საბადოების პროგნოზის მეცნიერულ საფუძველს.
საქართველოსა და კავკასიაში მეტალოგენიის პრობლემები გაშუქებულია გიორგი ზარიძის, გიორგი თვალჭრელიძის, გიორგი ძოწენიძის და სხვ. შრომებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყუფარაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 604.