მესელის ორმოები
მესელის ორმოები (გერმ. Grube Messel) — მიტოვებული ორმოები გერმანიის სოფელ მესელში, ფრანკფურტიდან 35 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. გამოირჩევა ნამარხი ნაშთების დიდი რაოდენობით, რის გამოც ეს ტერიტორია სამეცნიერო და გეოლოგიური მნიშვნელობისაა. დიდი ხნის განმავლობაში იგი ნაგავსაყრელს წარმოადგენდა, მაგრამ ამჟამად, 1995 წლიდან, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ორმოებში მეცნიერული აღმოჩენები ამჟამადაც გრძელდება, რის გამოც მათ მრავალი ტურისტი აწყდება.
მესელის ორმოები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გერმანია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | i, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 49°55′03″ ჩ. გ. 8°45′24″ ა. გ. / 49.91750° ჩ. გ. 8.75667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1995 (მე-19 სესია) |
ნომერი | 720 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 720 ინგლ. • რუს. • ფრ. |
აქ ასრებული კლოდვანი რელიეფი ეოცენის პერიოდში, 50 მლნ წლის წინ ჩამოყალიბდა. აღმოჩენილია ძუძუმწოვრების საკმაოდ კარგად შემონახული ნაშთბი, რომლებიც ხშირად მათ კუჭსაც შეიცავენ, შესაბამისად, არქეოლოგიური ძეგლი უნიკალურ ინფორმაციას იძლევა ძუძუმწოვართა განვითარების ადრეულ ეტაპებზე.