მესაწოლე
მესაწოლე — მეფის საწოლის მომსახურე და მცველი გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. მესაწოლნი ბევრნი იყვნენ: ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით „შჳდასი სახლი მესაწოლე არის; და გლეხი რვა სახლია და სხვა ყოველივე — აზნაური“. მესაწოლთა ერთ ჯგუფს „წინამწოლნი“ შეადგენდნენ, რომელთაგან ერთ-ერთს საწოლის ღვთისმშობლის სანიადაგო სანთელ-კანდელი ებარა. როდესაც მეფე სადმე გაემგზავრებოდა, მას „შჳდასივე შუბოსანი“ მესაწოლე მცველად მიჰყვებოდა. მესაწოლეები მესაწოლთუხუცესს ემორჩილებოდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928;
- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 597.