მესამე ინტერნაციონალი
„მესამე ინტერნაციონალი“ — საქართველოს ახალგაზრდობის რევოლუციური ორგანიზაციის „სპარტაკის“ ქუთაისის კომიტეტის ორგანო; გამოვიდა 1917 წლის 12 ნოემბერს ქუთაისში არალეგალურად. გამოიცა სულ 5 ნომერი. პირველი სამი გამოვიდა როგორც ჟურნალი, ბოლო ორი კი როგორც გაზეთი. თავისი იდეურ-პოლიტიკური მიმართულებით ბოლშევიკური იყო.
„მესამე ინტერნაციონალი“ თანმიმდევრულად ეწეოდა ოქტომბრის რევოლუციის იდეათა პროპაგანდას, დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოში ახალგაზრდობის კომუნისტური ორგანიზაციების შექმნის საკითხს. მის ფურცლებზე გამოქვეყნდა „სპარტაკის“ წესდება, სტატიები მიძღვნილი საბჭოთა სახელმწიფოს მიერ მიღებული დეკრეტებისადმი და სხვა სტატიები. „მესამე ინტერნაციონალის“ ნაცვლად 1918 წლის 29 დეკემბერს გამოვიდა გაზეთი „ახალგაზრდა კომუნისტი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაგოშიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 597.