მერსინის მუზეუმი (თურქ. Mersin Müzesi) — მუზეუმი თურქეთის ქალაქ მერსინში. მას მართავს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, თუმცა ახალი მუზეუმის, მერსინის არქეოლოგიური მუზეუმის დაარსების შემდეგ ექსპონატების უმეტესობა ახალ მუზეუმში გადაიტანეს.

მერსინის მუზეუმი
36°47′38″ ჩ. გ. 34°37′29″ ა. გ. / 36.79389° ჩ. გ. 34.62472° ა. გ. / 36.79389; 34.62472
დაარსდა 1978
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა მერსინის პროვინცია
სტატუსი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული
დირექტორი სონღულ ჯეილან ბალა
ოფიციალური საიტი mersin.web.tr/mersin3.htm
Map

მერსინის პროვინციაში არის უამრავი უძველესი ადგილი. იუმუქთეფე და სოლი ქალაქ მერსინში და გოზლუქულე ტარსუსში. მერსინის მუზეუმის დაარსებამდე, არტეფაქტები სხვა მუზეუმებში იყო გამოფენილი. მერსინის მუზეუმი დაარსდა 1978 წელს. 1991 წლის შემდეგ მუზეუმი განთავსდა დღევანდელ ადგილზე, მერსინის კულტულური ცენტრის აღმოსავლეთ ფრთაში.[1]

გამოფენა

რედაქტირება

ეზოში გამოფენილია ქვის ისეთი არტეფაქტები, როგორიცაა პითოზები და სტელები. მუზეუმი ორსართულიანია. პირველ სართულზე ორი საგამოფენო დარბაზია. პირველ დარბაზში რომის იმპერიის სტელები და ამფორებია გამოფენილი. გამოფენილია ტერაკოტის სამარხები სოლიდან. მეორე დარბაზში გამოფენილია ნეოლითის, ენეოლითისა და ადრე ბრინჯაოს ხანის სხვადასხვა ჭურჭელი და ხელნაკეთი ნივთები. მათი უმეტესობა აღმოჩენილია იუმუქთეფესა და გოზლუქულეს არქეოლოგიურ ძეგლებზე. ზედა სართულზე მესამე დარბაზში დაცულია თურქმენული კულტურის ეთნოგრაფიული ნივთები, როგორიცაა ორნამენტული ნივთები, ხალიჩები, ტანსაცმელი, ხის და სპილენძის ნივთები, იარაღი და ა. შ. მუზეუმში ასევე ინახება 999 მონეტა.[2][3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. On line encyclopaedia (in Turkish)
  2. Mersin Müzesi, Mersin (in Turkish)
  3. Mersin Müzesi tr. Kültür ve Turizm Bakanlığı. ციტირების თარიღი: 2011-04-02