მერკურია-ჩუკი (რუმ. Miercurea Ciuc) — ქალაქი ცენტრალურ რუმინეთში, ჰარგიტის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ოლტის ხეობაში, ზღვის დონიდან 662 მ სიმაღლეზე. 2002 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 42,029 ადამიანი. 1952-1968 წლებში შედიოდა უნგრეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გატარდა ინდუსტრიალიზაცია. აშენდა ტრაქტორის ქარხანა, ტექსტილის ფაბრიკა და ლუდსახარში ქარხანა.

ქალაქი
მერკურია-ჩუკი
Miercurea Ciuc

მერკურია-ჩუკი
დროშა გერბი

ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ჟუდეცი ჰარგიტა
კოორდინატები 46°21′34″ ჩ. გ. 25°48′14″ ა. გ. / 46.35944° ჩ. გ. 25.80389° ა. გ. / 46.35944; 25.80389
მმართველი Attila Korodi[1]
ცენტრის სიმაღლე 662±1 მეტრი
მოსახლეობა 42,029 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
საფოსტო ინდექსი 530100–530242
ოფიციალური საიტი miercureaciuc.ro
მერკურია-ჩუკი — რუმინეთი
მერკურია-ჩუკი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება