მერი უორდი
მერი უორდი (ინგლ. Mary Ward ; დაბ. კინგი; დ. 27 აპრილი, 1827, ოფალის საგრაფო, ლენსტერი — გ. 31 აგვისტო, 1869, ბირ, ლენსტერი) — ირლანდიელი ნატურალისტი, ასტრონომი, მიკროსკოპისტი, მწერალი და მხატვარი. 1869 წელს ბიძაშვილების მიერ აგებული ექსპერიმენტული ორთქლის მანქანის ბორბლებს ქვეშ ჩავარდა. პირველი ადამიანია, ვინც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
მერი უორდი | |
---|---|
ინგლ. Mary Ward | |
დაბ. თარიღი | 27 აპრილი, 1827[1] [2] |
დაბ. ადგილი | ოფალის საგრაფო |
გარდ. თარიღი | 31 აგვისტო, 1869[3] [4] [2] (42 წლის) |
გარდ. ადგილი | ბირი[5] |
დასაფლავებულია | უცნობი |
მოქალაქეობა | ირლანდია[4] |
საქმიანობა | ასტრონომი[6] , ავტორი[6] , ენტომოლოგი[6] , ხელოვანი[6] , ბუნებისმეტყველი და microscopist |
მეუღლე | Henry Ward, 5th Viscount Bangor |
მამა | Henry King[3] |
დედა | Harriet Lloyd[3] |
შვილ(ებ)ი | Harriette Mary Ward[3] , Kathleen Annette Norah Ward[3] , Bertha Jane Ward[3] , Mary Henrietta Ward[3] , Emily Georgiana Ward[3] , Henry Somerset Andrew Ward[3] , Edward William Henry Ward[3] და Maxwell Ward, 6th Viscount Bangor[3] |
ადრეული წლები
რედაქტირებამერი უორდი დაიბადა 1827 წლის 27 აპრილს ფერბანეში ( ოფალის საგრაფო ). მერი ჰენრი და ჰარიეტ კინგების უმცროსი შვილი იყო. იმდროინდელი გოგონების მსგავსად, მერიმ და მისმა დებმა განათლება სახლში მიიღეს. იზრდებოდა რა ცნობილი მეცნიერების ოჯახში, ბავშვობიდანვე გამოავლინა ინტერესი ბუნების მიმართ. სამი წლის ასაკიდან მწერებს აგროვებდა.
ინტერესები
რედაქტირებაუორდი გატაცებული იყო ასტრონომიით. ამ ინტერესს იზიარებდა თავის ბიძაშვილთან, უილიამ პარსონსთან, როსის მესამე გრაფთან.. პარსონსმა ააშენა ამრეკლავი ტელესკოპი Leviathan of Parsonstown ექვსფუტიანი სარკით, რომელიც 1917 წლამდე მსოფლიოში ყველაზე დიდ ტელესკოპად რჩებოდა. უორდი იყო ბირის ციხესიმაგრის ხშირი სტუმარი. ქმნიდა პროცესის თითოეული ეტაპის ესკიზებს. პარსონის მეუღლის მერი როსის მიერ გადაღებულ ფოტოებთან ერთად, უორდის ესკიზები გამოიყენეს ტელესკოპის აღსადგენად. [7]
ასტრონომმა ჯეიმს საუთმა ერთ დღესაც შამჩნია, როგორ ხატავდა უორდი მწერებს. იგი იყენებდა გამადიდებელ შუშას პაწაწინა დეტალების დასანახად. ნახატმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა საუთზე, რომ მაშინვე დაარწმუნა უორდის მამა მისთვის მიკროსკოპი ეყიდა. მერი ყველა ინფორმაციას ეცნობოდა მიკროსკოპიის შესახებ, ვიდრე ექსპერტის დონის ცოდნა არ მიიღო. მან საკუთარი სლაიდები სპილოს ძვლის ნამსხვრევებისგან გააკეთა, რადგან მინის მოპოვება რთული იყო და საკუთარი ნიმუშები მოამზადა. ფიზიკოსმა დევიდ ბრუსტერმა სთხოვა მერის მისთვის გაეკეთებინა მიკროსკოპული ნიმუშები და გამოიყენა მერი უორდის ნახატები თავის ბევრ წიგნსა და სტატიაში. [8]
Გამორჩეული მახასიათებლები
რედაქტირებაუნივერსიტეტებში და სხვადასხვა საზოგადოებებში ქალებს არ იღებდნენ, თუმცა უორდი ყველანაირი გზით ცდილობდა ინფორმაციის მიღებას. ის ხშირად წერილობით მიმართავდა მეცნიერებს და უსვამდა კითხვებს მათ მიერ გამოქვეყნებული ნაშრომების შესახებ. 1848 წელს პარსონსი დაინიშნა სამეფო საზოგადოების პრეზიდენტად. მასთან ლონდონის სახლში ხშირი ვიზიტებისას მერის საშუალება ჰქონდა არაერთ მეცნიერს გასცნობოდა. [8]
სამეფო ასტრონომიული საზოგადოების სიაში მერი უოდრი სამი ქალიდან ერთ-ერთი იყო ( დედოფალ ვიქტორიასთან და მერი სომერვილითან ერთად ).
ქორწინება
რედაქტირება1854 წლის 6 დეკემბერს მერი ცოლად გაჰყვა ჰენრი უორდს Castle Ward-დან (დაუნის საგრაფო), რომელმაც 1881 წელს მიიღო ბანგორის ვიკონტის წოდება. მათ შეეძინათ სამი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი, მათ შორის მაქსველ უორდი, ბანგორის მე-6 ვიკონტი. მერი უორდის ყველაზე ცნობილი შთამომავლები არიან შვილიშვილი ედვარდ უორდი — მეშვიდე ვიკონტი და უცხოელი კორესპონდენტი და ედვარდ უორდის ქალიშვილი, მსახიობი ლალა უორდი. (მონაწილეობს ფილმში "Doctor Who").
პუბლიკაციები
რედაქტირებაროდესაც უორდმა დაწერა თავისი პირველი წიგნი , "ჩანაწერები მიკროსკოპის მეშვეობით", სავარაუდოდ ფიქრობდა, რომ არავინ გამოაქვეყნებდა სქესის ან აკადემიური სერთიფიკატების არარსებობის გამო. მან პირადად გამოსცა 250 ეგზემპლარი და რამდენიმე ასეული ბროშურა კერძოდ გაავრცელა. ნაბეჭდი გაიყიდა მომდევნო რამდენიმე კვირაში, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ლონდონელ გამომცემლებს გაერისკათ და მომავალი გამოქვეყნებისთვის კონტრაქტი გაეფორმებინათ. წიგნი რვაჯერ დაიბეჭდა 1858-1880 წლებში სათაურით "მიკროსკოპით გამოვლენილი საოცრებათა სამყარო."
მისი წიგნებია: "მოულოდნელობა მიკროსკოპისთვის" (1856), "მიკროსკოპით გამოვლენილი საოცრებათა სამყარო" (1857), "ენტომოლოგია სპორტში" და "ენტომოლოგია ერნესტში" (1857, ლედი ჯეინ მაჰონთან ერთად), "სწავლებები მიკროსკოპის შესახებ" (1864), "ტელესკოპი"(1859). ისევე როგორც სხვა მეცნიერების მრავალი წიგნის და სტატიის, მერი უორდმა თავად მოახდინა საკუთარი წიგნების და სტატიების ილუსტრაცია. [8]
ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალება
რედაქტირებაუორდი იყო პირველი ადამიანი, ვინც დაიღუპა ავტოავარიაში. მისი ძმისშვილების, რიჩარდ და ჩარლზ პარსონების, ასტრონომისა და საზოგადო მოღვაწის უილიამ პარსონსის შვილების მიერ აგებული კერძო საკუთრებაში არსებული ორთქლის მანქანით. 1869 წლის 31 აგვისტოს ის და მისი მეუღლე ჰენრი ძმებთან პარსონებთან და მათ მენტორ რიჩარდ ბიგსთან ერთად მოგზაურობდნენ. მერი მანქანიდან გადმოვარდა გზის მკვეთრ მოსახვევში პარსონსტაუნში (ახლანდელი ბირი ოფალის საგრაფო ), ჩავარდა ბორბლის ქვეშ და თითქმის მაშინვე გარდაიცვალა. ექიმმა, რომელიც შემთხვევის ადგილის მახლობლად ცხოვრობდა და იქ რამდენიმე წუთში მივიდა, სიკვდილის მიზეზად მისი ჭრილობები, სისხლჩაქცევები, ყურებიდან სისხლდენა და კისრის მოტეხილობა დაასახელა.
მემკვიდრეობა
რედაქტირებაუორდის მიკროსკოპი, აქსესუარები, სლაიდები და წიგნები გამოფენილია მისი მეუღლის სახლში უარდის ციხე-სიმაგეშე დაუნის საგრაფოში. უილიამ პარსონსის სახლი ბირის ციხესიმაგრეში, ოფალის საგრაფოში ასევე ღიაა საზოგადოებისთვის. [8]
შვილთაშვილი — ინგლისელი მსახიობი და მწერალი ლალა უორდი. [9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Dictionary of Irish Biography — RIA.
- ↑ 2.0 2.1 Library of Congress Authorities — Library of Congress.
- ↑ 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 Lundy D. R. The Peerage
- ↑ 4.0 4.1 Union List of Artist Names
- ↑ https://web.archive.org/web/20140116122125/http://www.offalyhistory.com/reading-resources/history/famous-offaly-people/mary-ward-1827-1869
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 https://naturalhistorymuseum.blog/2015/08/14/inspiring-young-victorian-minds-in-entomology-through-sport-library-and-archives/
- ↑ Mary Ward Illustrations Exhibition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-09
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 Mary Ward (1827–1869). University Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-04-16. ციტირების თარიღი: 2017-03-09.
- ↑ Mary Ward, the first person to be killed in a car accident – 31 August 1869. ციტირების თარიღი: 2019-08-27