ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მერი გაგუა (დ. 1 ივნისი, 1935) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მერი გაგუა დაიბადა 1935 წლის 1 ივნისს, თბილისში. 1965 წელს დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი.

მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის აეროგეოდეზიურ სამმართველოში რუკათშემდგენლად. 1955 წელს პარალელურად მუშაობდა ამიერკავკასიის გეოდეზიურ სამმართველოში, სადაც აწარმოებდა მაღალი კლასის ნიველირების სამუშაოებს. 1957 წელს ჩაირიცხა მოსკოვის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ინსტიტუტში, საიდანაც სწავლა გააგრძელა და წარმოებისაგან მოუწყვეტლივ 1964 წელს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1959 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ინჟინერ-კარტოგრაფის თანამდებობაზე, 1973 წლიდან უფროს ინჟინერ-კარტოგრაფად, 1982 წლიდან უმცროს მეცნიერ თანამშრომელია, ხოლო 1990 წლიდან მეცნიერი თანამშრომელი. მონაწილეობას იღებდა საქართველოს კომპლექსური გეოგრაფიული ატლასიის შექმნაში (1964). გარკვეული წვლილი მიუძღვის ვახუშტი ბაგრატიონის ატლასის გამოსაცემი სამუშოების, კუბის ნაციონალური ატლასის, საქართველოს სასკოლო ატლასის, კურორტების ატლასის და სხვათა შედგენაში. მათ შორის, რამდენიმე რუკის თანაავტორია. "კოლხეთის დაბლობის" მონოგრაფიისა და კოლხეთის რეგიონალური ატლასისათვის თანაავტორობით შეადგინა 17 დასახელების რუკა და ავტორობით ბუნების დაცვის რუკა. შეადგინა და გამოცა (1989) კავკასიის ბუნების დაცვის რუკა (1:4000000) კავკასიის ტურისტული ატლასისათვის. 1986-1987 წლებში მოსკოვის საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიულ განყოფილებაში გადიოდა სტაჟირებას, სადაც აითვისა ბუნებრივი პირობების და ბუნების დაცვის კარტოგრაფირების მეთოდები, რომელსაც წარმატებით იყენებს თემატური რუკების შედგენაში. გარდა რუკების შედგენისა მას გამოქვეყნებული აქვს 11 სამეცნიერო ნაშრომი რესპუბლიკურ და უცხოეთის გამოცემებში. კარტოგრაფი. [1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 58

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მერი_გაგუა“-დან