მერი ბოლქვაძე
მერი ბოლქვაძე (დ. 15 აგვისტო, 1933) — ქართველი მწერალი.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა წინანდალში და თბილისში. მისი პირველი მოთხრობა „დათოს ჩაქუჩი“ 1956 წელს ჟურნალ „დილაში“ გამოქვეყნდა. მისი საყმაწვილო კრებულები: „ყაყაჩოები“, „ეშმაკუნა იხვი“, „დილის სერენადა“, „ვის მოჰყავს გაზაფხული“ და სხვა ბავშვების დიდი სიყვარულით სარგებლობს. მისი ყველა პერსონაჟი სულიერი თუ უსულო, ბავშვებთან ერთად სიკეთის ფერხულშია ჩაბმული. მ. ბოლქვაძის შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები თარგმნილია და ცალკე წიგნებადაა გამოცემული რუსულ ენაზე.