მერინი (2008 წლის ფილმი)
მერინი (ფრანგ. Mesrine) — 2008 წლის ფრანგული დილოგია, რომელიც ცნობილი ფრანგი განგსტერის ჟაკ მერინის ცხოვრებას გადმოსცემს. დილოგია შედგება ორი ნაწილისგან: „მერინი: მკვლელის ინსტინქტი“ და „მერინი: სახელმწიფოს მთავარი მტერი“. პირველი ნაწილი მერინისვე დაწერილ ავტობიოგრაფიულ წიგნს ეფუძნება. მეორე ნაწილში კი გადმოცემულია მერინის ცხოვრება ციხიდან გაქცევის შემდეგ და მისი სიკვდილი. ფილმს ამერიკული „ნაიარევი სახის“ ფრანგულ ვერსიას უწოდებენ.
„მერინი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ჟან-ფრანსუა რიშე |
პროდიუსერი | ტომას ლანგმანი, ანდრე რულო, მაქსიმ რემილარი |
სცენარის ავტორი | აბდელ რაუფ დაფრი, |
როლებში |
ვენსან კასელი ლუდივინ სანიე |
მუსიკა |
ნაწილი I: ელუა პაინშო |
ოპერატორი | რობერტ განცი |
მონტაჟი |
ნაწილი I: ელუა პაინშო |
დისტრიბუტორი | Pathé |
გამოსვლის თარიღი |
ნაწილი I: 22 ოქტომბერი, 2008 |
ხანგრძლივობა |
ნაწილი I: 113 წთ |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული |
ბიუჯეტი | €40 მლნ |
შემოსავალი | €11 760 000 |
სიუჟეტი
რედაქტირებამერინი 1970–ან წლებში ქვეყნის ნამდვილ მთავარ მტრად ითვლებოდა. ათწლეულების მანძილზე ბურჟუაზიული ოჯახის შთამომავალი ჟაკ მერინი აწყობდა შეიარაღებულ თავდასხმებს ფრანგულ ბანკებზე, სანამ მას კანადური პოლიცია დაიჭერდა ერთ–ერთი ძარცვის დროს
როლებში
რედაქტირება- ვენსან კასელი — ჟაკ მერინი
- ლუდივინ სანიე — სილვი ჟანჟაკო
- მატიე ამალრიკი — ფრანსუა ბესე
- სემუელ ლე ბიჰანი — მიშელ არდუჰინი
- ჟერარ ლანვენი — შარლ ბაურიე
- ოლივიე გურმე — კომისარი ბრუსარდი