მერვე ლეგიონის დასახლება

მერვე ლეგიონის დასახლება — დასახლება თბილისში (ისნის რაიონი), მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ.

სახელწოდება „მერვე ლეგიონი“ (საბჭოთა პერიოდში — „მერვე პოლკი“) მომდინარეობს საბჭოთა შინაგანი ჯარების მე-8 ცალკე მოტომსროლელი პოლკის სახელიდან, რომელიც აქ იყო განლაგებული. 1990-იან წლებში ყოფილი მე-8 პოლკის ბაზაზე საქართველოს შინაგანი ჯარების I ოპერატიული ბრიგადა იყო განთავსებული. დასახლება სამხედრო ნაწილის ირგვლივ 1960-იანი წლებიდან გაჩნდა. 2014 წლიდან ვაზისუბანთან ერთად ქმნის ისნის რაიონის ერთ-ერთ უბანს (უბანი 16).[1]

ლიტერატურა

რედაქტირება