მერედით ლი მონრო (ინგლ. Meredith Leigh Monroe; დ. 30 დეკემბერი, 1969) — ამერიკელი მსახიობი, რომელიც ცნობილია ენდი მაკფეის როლით ამერიკულ თინეიჯერულ დრამაში – „Dawson's Creek“ (1998-დან 2003 წლამდე), ჰეილი ჰოჩნერის როლით „კრიმინალურ აზროვნებაში“ და ქეროლინ სტენდალის როლით სერიალში – „13 Reasons why“.

მერედით ლი მონრო
მშობლიური სახელი Meredith Leigh Monroe
დაბადების თარიღი 30 დეკემბერი, 1969 (1969-12-30) (54 წლის)
ჰიუსტონი, ტეხასი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მოდელი, მსახიობი
აქტიური 1996-დან დღემდე

ცხოვრება და კარიერა რედაქტირება

მონრო დაიბადა 1969 წლის 30 დეკემბერს ჰიუსტონში, ტეხასის შტატში. [1] [2] როდესაც ის ორი წლის იყო, მისი მშობლები განქორწინდნენ. შემდგომში ის იზრდებოდა ჰინსდეილში, ილინოისში. [2] ის სწავლობდა ჰინსდეილის ცენტრალურ საშუალო სკოლაში და სკოლის დამთავრების შემდეგ გადავიდა ნიუ-იორკში, სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად. [2] 1995 წელს იგი გამოჩნდა უამრავ სატელევიზიო და ჟურნალის რეკლამაში, როგორებიცაა: L'Oreal-ის თმის მოვლის, Disney Resort-ის, Huffy-ის ველოსიპედების, ფორდის მანქანებისა და Mattel-ის სათამაშოების რეკლამები. [2]

1996 წელს, მას შემდეგ რაც მერედითს გადასცეს ტრეისი დალკენის როლი ABC-ს სერიალში „Dangerous Minds“, მონრომ სამსახიობო კარიერაზე გადაინაცვლა. მალევე მან მიიღო ორსული მოზარდის, რეიჩელის, როლი სერიალში – „Sunset Beach“. შეიძლება ითქვას, რომ ამან განაპირობა ენდის როლიც „Dawson's Creek-ში“.

იგი ასევე ცნობილია თავისი როლით „კრიმინალურ აზროვნებაში“, როგორც ჰეილი ჰოჩნერი, აარონ ჰოჩნერის ცოლი. მონრომ სერიალი დატოვა მას შემდეგ, რაც მისი პერსონაჟი მოკლა ბოროტმოქმედმა, ბოსტონ რეპერმა, მე-100 ეპიზოდში. 2018 წელს ის გამოჩნდა სერიალში – „13 Reasons Why“, კერძოდ მეორე სეზონში, როგორც კაროლინი, ალექს სტენდალის დედა. [3]

ფილმოგრაფია რედაქტირება

ფილმი
წელიწადი სათაური როლი
1997 წ ნორვილი და ტრუდი ტრუდი კოკენლოკერი
კუნძულის ძლიერი ბიჭები ამინდის გოგონა
1998 წ დაცემული თაღები კარისა
2002 წ წელიწადი, რომელიც ცახცახებდა ჯუდი ვუდსი
ახალი საუკეთესო მეგობარი ჰედლი ეშტონი
უმცირესობის ანგარიში საჯარო სამსახურის გამომცხადებელი
სრული გასეირნება ემი ლირი
2003 წ კაცობრიობა კლერი
2004 წ ჩრდილის კაცი ქალბატონო მაკკენა
2005 წ ვამპირები: შემობრუნება ამანდა
2008 წ შავი ნახევარმთვარე სუზი ბიკონი
2009 წ Გამოღვიძება ფედრა
არსად დასამალი სარა კრეინი
2011 წელი Lift, TheThe Lift მერი ლინდსი
ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარე ინჟინერის ცოლი
დაიბადე ცუდი კეტრინ დუნკანი
2013 წელი საიდუმლო კავშირი სამანტა სიმსი
2016 წელი მეჩვიდმეტე ზღვარი გრირ ბრუნერი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Meredith Monroe."
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 (1999) They Don't Wanna Wait: The Stars of Dawson's Creek. ECW Press, გვ. 33–36. ISBN 978-1-55022-389-7. 
  3. Petski, Denise (2017-08-10). „‘13 Reasons Why’: Jake Weber, Brenda Strong, Meredith Monroe & RJ Brown Join Season 2 Cast“. Deadline (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-05-19.