მერაბ ღაღანიძე

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, რელიგიისა და კულტურის მკვლევარი, ფილოსოფოსი, თეოლოგი

მერაბ ღაღანიძე (დ. 12 იანვარი, 1961, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, რელიგიისა და კულტურის მკვლევარი, ფილოსოფოსი, თეოლოგი; პროფესორი; ფილოლოგიისა და ფილოსოფიის დოქტორი; მინიჭებული აქვს საგანგებო დიპლომი სულიერი თეოლოგიის სპეციალობით.

მერაბ ღაღანიძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

1977 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 1982 წელს, გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასპირანტი. 1988 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი დავით გურამიშვილის პოეზიის შესახებ.

სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა

რედაქტირება

სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა: თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტში (1984 – ლექტორი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1985-1994 – დოცენტი), თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1985-1994 – დოცენტი), პრაღის დომინიკელთა ორდენის ქრისტიანული კულტურის ცენტრში (1994-1997 – მკვლევარი), პრაღის კარლოსის უნივერსიტეტში (1997-2001 – დოცენტი), თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში (2002-2004 – მიწვეული პროფესორი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2003-2004 – მიწვეული პროფესორი), შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (2004-2006 – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი), რომის წმინდა თომა აკვინელის პაპის უნივერსიტეტში (2005-2008 – მიწვეული მკვლევარი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2006-2011 – პროფესორი), თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში (2011-2021 – პროფესორი).

2003 წლიდან არის ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

2021 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

მერაბ ღაღანიძის კვლევითი ინტერესის დარგებია: ქართული ლიტერატურის ისტორია, ევროპული ლიტერატურების ისტორია, ლიტერატურის თეორია, კულტურის კვლევები, რელიგიის კვლევები, ისტორიოგრაფია, ეკლესიის ისტორია, ინტელექტუალური ისტორია, ფილოსოფია, თეოლოგია.

მისი კვლევითი ნარკვევები და ესეები იბეჭდება 1984 წლიდან სხვადასხვა კრებულსა და პერიოდულ გამოცემაში. გამოცემული აქვს 14 წიგნი და არის 200-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი.

მერაბ ღაღანიძის რედაქციით გამოდიოდა ქართული წიგნის მხარდაჭერის ფონდ "მემკვიდრეობის" გამოცემები, ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული "წახნაგი" და წელიწდეული "კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში". არის რამდენიმე ათეული წიგნისა და კრებულის რედაქტორი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება