მერაბ დონაძე
მერაბ გენადის ძე დონაძე (დ. 17 ივლისი, 1937, თბილისი, — გ. 16 დეკემბერი, 2010, იქვე) — ქართველი მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს დამსახურებული არტისტი (1978).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (1961), პარალელურად — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1962–1981 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი, 1975-1977 წლებში — კიევის საოპერო თეატრის სოლისტი. 1993–2006 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის გენერალურ დირექტორად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა ვაჟა აზარაშვილთან (კონცერტებით შემოიარეს საქართველოს ქალაქები). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
ლიტერატურა
რედაქტირება- ტორაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 481.