მენიპოს გადარელი (ბერძ. Μένιππος; ლათ. Menippus; ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნის მეორე ნახევარი) — ბერძენი ფილოსოფოს–კინიკოსი და სატირიკოსი.

მენიპოსი (მხატვარი დიეგო ველასკესი)

ბიოგრაფია რედაქტირება

მენიპოსი წარმოშობით იყო სირიის ქალაქ გადარადან, საიდანაც მომდინარეობს მისი სახელი.

დიოგენე ლაერტელის მონათხრობის მიხედვით, მენიპოსი იყო მონა, შემდეგ ვაჭრობით გამდიდრდა და თებეში (ბეოტია) თავისუფალი მოქალაქის ხარისხიც მოიპოვა. მერე კი გაკოტრდა და თავი მოიკლა.

მენიპოს გადარელმა თებეში დაიწყო სატირების წერა. სულ შეუთხზავს ცამეტი წიგნი, რომლებიც დაკარგულია. ცნობილია მხოლოდ ზოგიერთი სატირული თხზულების სათაური და შინაარსი.

ლიტერატურული ჟანრი რედაქტირება

ლიტერატურულ ჟანრის — „მენიპოსის სატირა“ სახელწოდება მომდინარეობს მენიპოს გადარელის სახელიდან.

ლიტერატურა რედაქტირება

  • «Антология кинизма», Москва, «Наука», 1984.
  • Диоген Лаэртский, «О жизни, учениях и изречениях знаменитых философов», Москва, «Мысль»,1986.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება