მენენგაი
მენენგაი (მას. გვამების ადგილი) — მასიური ფარისებრი ვულკანი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კალდერით. მდებარეობს კენიაში, ქალაქ ნაკურუსთან ახლოს, დიდი რიფტული ხეობის ფარგლებში. მისი სიმაღლეა 2278 მეტრი. მძინარე ვულკანია. მენენგაის კალდერა უდიდესია კენიაში და სიდიდით მეორეა აფრიკაში.[1] კალდერის დიამეტრია 12 კილომეტრი. ვულკანმა ეს სახელი მიიღო 1854 წელს მასაის ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის მომხდარი სისხლიანი შეტაკების შემდეგ, რომლის შედეგადაც ასობით დამარცხებული ჯარისკაცი ჩაყარეს ვულკანის კრატერში.
მენენგაი | |
---|---|
ხეობა მენენგაის ვულკანის კალდერაში | |
კოორდინატები: 00°12′00″ ს. გ. 36°04′00″ ა. გ. / 0.20000° ს. გ. 36.06667° ა. გ. | |
ქვეყანა | კენია |
სიმაღლე | 2278 მ |
ქედი | აბერდერის ქედი |
ბოლო ამოფრქვევა | ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6050 წელი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Menengai Crater. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი 2015.