მენახირის ვოიდი
მენახირის ვოიდი (ინგლ. Boötes void)[1] — სივრცის დიდი, თითქმის სფერული სიმეტრიული რეგიონი, რომელიც შეიცავს გალაქტიკების (ვოიდი) მცირე რაოდენობას. მდებარეობს მენახირის თანავარსკვლავედში. მისი ცენტრის კოორდინატებია α=14სთ 50წთ და δ =46გრად .[2]
აღწერა
რედაქტირებავოიდის დიამეტრი შეფასებულია 330 მილიონი სინათლის წლით[3] (დაკვირვებადი სამყაროს დიამეტრის დაახლოებით 0.27%), მოცულობა არის 236000 მეგაპარსეკი³, ხოლო მენახირის ვოიდი არის ერთ-ერთი უდიდესი ვოიდი და ზოგჯერ მას სუპერვოიდსაც უწოდებენ. ვოიდი აღმოჩენეს რობერტ კირშნერმა და მისმა კოლეგებმა 1981 წელს წითელი წანაცვლების კვლევის ფარგლებში. მენახირის ვოიდის ცენტრი მდებარეობს მზიდან დაახლოებით 700 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.[4]
სხვა ასტრონომებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ ვოიდი რამდენიმე გალაქტიკას შეიცავდა. 1987 წელს რ. კირხნერმა და კოლეგებმა გამოავლინეს ვოიდში რვა გალაქტიკის კვლევის არსებობა.[5] მ. შტრაუსმა და ჯ. ჰუკრამ კიდევ რამდენიმე გალაქტიკა აღმოჩინეს 1988 წელს, ხოლო გ. ალდერინგმა, გ. ბოტუნიმ, რ. კირხნერმა და რ. მარცკემ 1989 წელს განაცხადეს დამატებით 15 გალაქტიკის აღმოჩენაზე. 1997 წლისთვის მენახირის ვოიდში ცნობილი იყო 60 გალაქტიკის არსებობა.
გრეგორი ოლდერინგის აზრით, ვოიდის მასშტაბები ისეთია, რომ „ირმის ნახტომი მის ცენტრში რომ ყოფილიყო, 1960-იან წლებამდე ჩვენ არ გვეცოდინებოდა სხვა გალაქტიკების არსებობის შესახებ“.[6]
ჰერკულესის ზეგროვა წარმოადგენს ვოიდის ერთ-ერთ უახლოეს კიდეს.[2]
ამრიგად, ვოიდში მხოლოდ 60 გალაქტიკა აღმოაჩინეს. თუ გამოვიყენებთ კონცენტრაციის უხეშ შეფასებას — 1 გალაქტიკა 10 მილიონ სინათლის წელზე — მაშინ ვოიდში დაახლოებით 2000 გალაქტიკა უნდა ყოფილიყო.[7]
წარმოქმნა
რედაქტირებაარ არის შესამჩნევი შეუსაბამობები მენახირის ვოიდსა და Lambda-CDM მოდელს შორის.[8] ერთ-ერთი თეორიის მიხედვით მენახირის ვოიდი წარმოქმნა უფრო მცირე ვოიდების შერწყმის შედეგად, ეს ხსნის გალაქტიკების მცირე რაოდენობას, რომლებიც მდებარეობენ ვოიდის შუა წაგრძელებულ რეგიონში.[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kirshner, R.P.; Oemler, A.J.; Schechter, P.L.; Shectman, S.A. (1981). „A million cubic megaparsec void in Bootes“. The Astrophysical Journal. 248: L57–60. Bibcode:1981ApJ...248L..57K. doi:10.1086/183623.
- Kirshner, R.P.; Oemler, A.J.; Schechter, P.L.; Shectman, S.A. (1987). „A survey of the Bootes void“. The Astrophysical Journal. 314: 493. Bibcode:1987ApJ...314..493K. doi:10.1086/165080. S2CID 118385803.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Science News: Galaxy map reveals the limits of cosmic structure დაარქივებული 2017-03-13 საიტზე Wayback Machine. by Ron Cowen, August 12, 2000.
- ↑ 2.0 2.1 Kirshner, Robert P.; Oemler Jr., Augustus; Schechter, Paul L.; Shectman, Stephen A. (1 March 1987). „A survey of the Bootes void“. Astrophysical Journal, Part 1. 314: 493–506. Bibcode:1987ApJ...314..493K. doi:10.1086/165080. ISSN 0004-637X. S2CID 118385803.
- ↑ A Spongy Universe. ციტირების თარიღი: 2011-05-04.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-07. ციტირების თარიღი: 2011-08-25.
- ↑ Emission-line galaxies in the Bootes void (1987-03). ციტირების თარიღი: 2008-01-21.
- ↑ 6.0 6.1 „Filling the void – understanding the formation of the Bootes void in intergalactic space“. Discover magazine. August 1995. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-19. ციტირების თარიღი: 2008-01-02.
- ↑ McCracken, Jason. (2013-07-30) Next Stop: Voids. National Aeronautics and Space Administration. ციტირების თარიღი: 2017-12-08.
- ↑ «Cosmic_Voids» დაარქივებული 2018-10-13 საიტზე Wayback Machine. Retrieved on June 10, 2013