მემარცვლიასებრნი (ლათ. Bruchidae, Lariidae ან Mylabridae) — მწერების ოჯახი ხეშეშფრთიანების რიგისა. პატარა ხოჭოებია. ოჯახში 900 სახეობაა. ფართოდაა გავრცელებული. საქართველოში აღსანიშნავია ბარდის მემარცვლია (Bruchus pisorum), რომელიც დიდ ზიანს აყენებს ბარდის მწვანე პარკებს და მწიფე მარცვალს; ლობიოს მემარცვლია (Acanthselides obtectus) ძირითადად დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშია გავრცელებულია. აზიანებს კვერცხებს პარკებზე, მარცვალზე ან მარცვლებს შორის დებს. გამოჩეკილი მატლი შედის მარცვალში და იკვებება.