მელქისედეკი (პროვინციის მეფე)

მელქისედეკი — პირველი „პროვინციის მეფე“ 1311-1320 წლებში, დავით VIII-ის შვილი. ჯვრის მონასტრის აღაპში მოხსენიებულია „მეფეთ-მეფედ“, ხოლო სინას მთის სულთა მატიანეში — „მეფედ“. ჰოვჰანავანქის მონასტრის ეგვტერის წარწერაშიც მელქისედეკი „მეფეა“ და შემკობილია „დიდის“ ტიტულით. ამავე წარწერის თანახმად, მას ჰყოლია მეუღლე თამარი და შვილი გიორგი. მელქისედეკი ძმასთან, ანდრონიკესთან ერთად ამტკიცებს დავით VIII-ის მიერ გაცემულ სიგელს (1297 წ.). მელქისედეკის „მეფობას“ ადასტურებს ე. თაყაიშვილის მიერ გამოცემული ერთი ქრონიკაც: „პირველნი მეფენი ესენი არიან. ამათ უკან მელქისედეგ დაჯდა“. მელქისედეკი ჯავახეთში ფლობდა ალასტანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, აგრეთვე ყოფილი ახალქალაქის საერისთავთ-ერისთავოს მიწების ნაწილს. მელქისედეკის სამფლობელოშივე შემოდიოდა სამხრეთ ქართლის ტერიტორია, რომელიც ლორესაც მოიცავდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნინიძე დ., სოფელ ალასტანის ისტორიიდან, „მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის“, ნაწ. 3, თბ., 1987
  • ნინიძე დ., პროვინციის მეფეები XIV-XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995