მელოდიური დეზ-მეტალი
მელოდიური დეზ-მეტალი (ხშირად უბრალოდ მელოდეზი) — დეზ-მეტალის ქვეჟანრი, რომელიც აერთიანებს ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის მელოდიურობას დეზ-მეტალის ინტენსიურობასთან. ჟანრი ცნობილია ასევე გეტებორგის მეტალის სახელითაც, იმ შვედური ქალაქის მიხედვით, სადაც წარმოიშვა იგი. ჟანრის განვითარებაში მნიშვნელოვანი მომენტია კლავიშების დამატება, რომელიც ადრეულ სიმღერებში არ გვხვდება. მელოდიურ დეზ-მეტალს ახასიათებს უფრო მელოდიური გიტარის რიფები, მელოდიური სოლოები და მეტი ყურადღება აკუსტიკურ გიტარაზე, ვიდრე ტრადიციულ დეზ-მეტალს.
მელოდიური დეზ-მეტალი | |
---|---|
ჟანრობრივი წარმომავლობა |
დეზ-მეტალი მძიმე მეტალი |
კულტურული წარმომავლობა | ადრეული 1990-იანები, გეტებორგი, შვედეთი |
დამახასიათებელი ინსტრუმენტები | გიტარა • ბას გიტარა • დრამები • ვოკალი • კლავიშები |
რეგიონული განშტოებები | |
სკანდინავია |
მელოდიური დეზ-მეტალის პიონერები/დამაარსებლები არიან ჯგუფები: Dark Tranquillity, In Flames, At the Gates.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დენ მარსიკანო. What is Melodic Death Metal. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-22. ციტირების თარიღი: 2011-02-26.