მელიქის უბანი — უბანი ძველ თბილისში.

ქალაქის მელიქს კალაში რამდენიმე სახლი ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი სახლი ერთ დროს ნორაშენის სიახლოვეს იდგა და ამ უბანს მისი სახელი ერქვა. აშხარგების ძველი უბანი XVIII საუკუნის 20-იან წლებში თათრის მოედანთანაც არსებობდა. შემდგომში კი მელიქის უბანი ფეითხანის გვერდზე განლაგებულ კვარტალს ეწოდებოდა, სადაც მელიქის ძირითადი საცხოვრებელი იყო. ამ ადგილს კლდისუბნის ის ნაწილი ეკავა, რომელიც დღეს შემოფარგლულია ფეითხანის კიბით და ყოფილი ენგელსის ქუჩის მონაკვეთით. ყოფილი ენგელსის ქუჩის ნაწილს დადიანის ქუჩასა და პურის მოედანს შორის ძველად ბებუთას, ხოლო XIX საუკუნეში - ბებუთოვის ქუჩა ეწოდებოდა. ბებუთოვთა საგვარეულომ დროთა განმავლობაში გაიფართოვა ადგილ-მამული და ბაღებიც გააშენა სოლოლაკის ფერდობზე, სარწყავი მილგაყვანილობით.

გიორგი XII-ის ადგილსამყოფელად, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდგომ პერიოდში, ისტორიული წყაროები სხვადასხვა ადგილს ასახელებენ და მათ შორის — კლდისუბანში განლაგებულ მელიქის სახლსაც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თ. კვირკველია, ძველთბილისური დასახელებანი, თბ., 1985, გვ. 59