ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მელისა ელენ გილბერტი (ინგლ. Melissa Ellen Gilbert; დ. 8 მაისი, 1964) [1] [2]ამერიკელი მსახიობი, სატელევიზიო რეჟისორი, პროდიუსერი, პოლიტიკოსი და კინომსახიობთა გილდიის ყოფილი პრეზიდენტი.

მელისა გილბერტი

გილბერტი 2010 წელს
დაბადების სახელი მელისა ელენ გილბერტი
დაბადების თარიღი 8 მაისი, 1964 (1964-05-08) (60 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი, პოლიტიკოსი, რეჟისორი
აქტიური 1967-დღემდე
მეუღლე(ები) ბო ბრინკმენი (იქ. 1988–92)
ბრიუს ბოქსლეიტნერი (იქ. 1995–2011)
ტიმოთი ბასფილდი (იქ. 2013)
მშობლები მამა: პოლ გილბერტი
დედა: ბარბარა კრეინი
ნათესავები ჯონათან გილბერტი (ძმა); სარა გილბერტი (და)
საიტი melissa-gilbert.com

გილბერტმა სამსახიობო კარიერა ბავშვობაში, 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო. გამოჩნდა მრავალ სარეკლამო რგოლში და სტუმრად მთავარი როლებით, სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში. 1974–1984 წლებში მან ითამაშა, ლორა ინგელს უილდერი, ჩარლზ ინგელსის მეორე უფროსი ქალიშვილი (ასრულებდა მაიკლ ლენდონი) NBC სერიალში პატარა სახლი პრერიარზე. პატარა სახლზე მუშაობის დროს, გილბერტი გამოჩნდა რამდენიმე პოპულარულ სატელევიზიო ფილმში, მათ შორისაა ანა ფრანკის დღიური და სასწაული მშრომელი .

მოზრდილობის პერიოდში მან სამსახიობო კარიერა ძირითადად სატელევიზიო ფილმებში მონაწილეობით განაგრძო. გილბერტმა ასევე გააგრძელა სტუმრების როლების თამაში ტელევიზიაში და გაახმოვანა ისეთი ანიმაციური სერიალი, როგორიცაა: ბეტმენი: ანიმაციური სერიალი, სადაც მან ბარბარა გორდონის როლი გაახმოვანა. 2009 წლიდან 2010 წლამდე გილბერტი მონაწილეობდა კაროლინა ინგელსის როლით მიუზიკლში, ''პატარა სახლი პრერიარზე''. 2012 წელს, იგი მონაწილეობდა ABC-ს სატელევიზიო შოუში, ''ცეკვავენ ვარკვლავები''.

2001 წლიდან 2005 წლამდე იყო კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტი. [3] 2009 წელს გამოქვეყნდა მისი ავტობიოგრაფია Prairie Tale: A Memoir. 2014 წელს მან დაწერა მოთხრობა ბავშვებისთვის, სახელწოდებით ''დეიზი და ჯოზეფინა''. [4]

2016 წელს გილბერტმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ს კონგრესზე, როგორც დემოკრატი. [5]

ადრეული ცხოვრება და ოჯახი

რედაქტირება

ამერიკელი მსახიობი მელისა გილბერტი დაიბადა 1964 წლის 8 მაისს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, ახლად დაქორწინებული წყვილის, კეიტი ვუდის და დევიდ დარლინგტონის ოჯახში. წყვილმა ახალშობილი დაბადებისთანავე გააშვილეს, იგი ერთი დღის შემდეგ იშვილეს მსახიობმა და კომიკოსმა პოლ გილბერტმა (დაიბადა ედ მაკმაონი, მან სახელი შეიცვალა პოლ გილბერტად) [6] და მისმა მეუღლემ, მოცეკვავემ და მსახიობმა ბარბარა კრეინმა. მოგვიანებით წყვილმა იშვილა ვაჟი ჯონათანი, რომელმაც ითამაშა სერიალში, ''პატარა სახლი პრერიარზე''. გილბერტის მშვილებლები დაშორდნენ, როდესაც ის 8 წლის იყო. შემდეგ ბარბარა კრეინ გილბერტმა იქორწინა ჰაროლდ აბელესზე და მათ ერთად 1974 წლის 29 იანვარს შეეძინათ ბიოლოგიური ქალიშვილი სარა რებეკა აბელსი (პროფესიონალურად ცნობილია როგორც სარა გილბერტი). 1976 წლის 13 თებერვალს პოლ გილბერტი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ 11 წლის მელისას უთხრეს, რომ მას ინსულტი ჰქონდა, წლების შემდეგ მან გაარკვია, რომ პოლი 57 წლის იყო და გარდაცვალებამდე საშინელი ტკივილით იტანჯებოდა. მოგვიანებით ბარბარესა და ჰაროლდ აბელესის ქორწინება განქორწინებით დასრულდა. [7] მისი ბიოგრაფიის თანახმად, გილბერტი „მსუბუქად აღიზარდა“ მშვილებლის დედის ებრაულ რელიგიაში (მშვილებელი მამა წარმართი იყო) [8] მაგრამ მას არ ჰქონდა რაიმე ოფიციალური რელიგიური განათლება. [9]

 
გილბერტი, როგორც ლორა ინგელსი, დაახლოებით 1975 წელი

გილბერტმა კარიერა ტელევიზიაში დაიწყო და გამოჩნდა ათობით სარეკლამო რგოლში, მათ შორის არის ძაღლების საკვები ''ალპო'', რეკლამაში გამოჩნდა ლორნ გრინთან ერთად. სკოლაში ლენდონის ქალიშვილთან, ლესლი ლენდონთან ერთად დადიოდა. სწორედ ლესლიმ შეატყობინა მას, რომ მელისამ მოიგო ლორა ინგელსის როლი სერიალში ''პატარა სახლი პრერიარზე'', ამ კონკურსში მის გარდა 500-ზე მეტი ბავშვი იღებდა მონაწილეობას. სერიალი თავიდანვე რეიტინგული იყო. თითქმის ერთი წლის შემდეგ, გილბერტმა დაიწყო სერიალებში თამაში. იგი უკიდურესად დაუახლოვდა ლენდონების ოჯახს მას შემდეგ რაც მისი მშვილებელი გარდაიცვალა. [10]

1983-1984 წლებში გილბერტს შეზღუდული ურთიერთობა ჰქონდა ლენდონებთან. შვიდი წლის შემდეგ, მას დაუკავშირდა ლენდონის ოჯახი და მაიკლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეატყობინეს, მას პანკრეატიტის კიბო აღმოაჩნდა. იგი ლენდონს მალიბუს სახლში ეწვია, სადაც მაიკლი უკვე საწოლზე იყო მიჯაჭვული, ისინი შუადღეს ერთად ატარებდნენ. ლანდონი ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. როდესაც 1995 წლის 6 ოქტომბერს გილბერტმა მეორე მეუღლესთან, ბრიუს ბოქსლეიტნერთან გააჩინა ვაჟი, მას ლონდონის პატივსაცემად მაიკლი დაარქვა.

 
გილბერტი 1991 წლის ემის დაჯილდოებაზე

გილბერტმა კარიერა ძირითადად სატელევიზიო საქმიანობაში განაგრძი. მან ითამაშა ჟან დონოვანი, ბიოგრაფიულ ფილმში, „გულის არჩევანი“ (1983), ხოლო 1996 წელს, მაშინდელ მეუღლესთან, ბოქსლეიტნერთან ერთად ითამაშა ბაბილონ 5-ის სამ ეპიზოდში, სერიალში მელისამ ანა შერიდანი განასახიერა. მან ასევე გაახმოვანა Batgirl-ის ხმა 1990-იან წლების ანიმაციურ სერიალში, ბეტმენი: ანიმაციური სერიალი, მოგვიანებით მელისას, ხმის მსახიობი, ტარა სტრონგი ჩაენაცვლა.

1985 წელ ჰოლივუდის დიდების ხეივანში, ტელევიზიაში შეტანილი წვლილისათვის მელისას ვარსკვლავი გაუხსნეს. მისი მაშინდელი საქმრო, რობ ლოუ, მასთან იმყოფებოდა, როდესაც ცერემონიაზე მისი ვარსკვლავი გაიხსნა. [11]

2006 წელს გილბერტი გამოჩნდა შარი ნობლის როლით, Nip / Tuck-ის მეოთხე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში.

2008 წელს და 2009 წლებში გილბერტმა ითამაშა კეროლაინ ინგელსი Little House on Prairie-ს მუსიკალურ ადაპტაციაში. მინეაპოლისში, გუთრის თეატრში ამ მიუზიკლის რეჟისორი იყო ფრანჩესკა ზამბელო. მან კარა ლინდსეიში, განასახიერა ლორა. აღნიშნული შოუ მიმდინარეობდა 19 ოქტომბრის ჩათვლით. გასტროლები დასრულდა 2010 წლის ივნისში, მისურის შტატში, ქალაქ კანზას სიტის „სტარლაითის თეატრში“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Melissa Gilbert Interview | Archive of American Television. Emmytvlegends.org. ციტირების თარიღი: May 19, 2014
  2. (Gilbert 2009)
  3. Melissa Gilbert 2001-2005. ციტირების თარიღი: May 14, 2019
  4. Daisy and Josephine: Melissa Gilbert, Julia Kuo: 9781442445789: Amazon.com: Books. 
  5. Spangler, Todd; Gray, Kathleen (May 24, 2016). „Actress Melissa Gilbert drops out of race for Congress“. Detroit Free Press. ციტირების თარიღი: May 25, 2016.
  6. (Gilbert 2009)
  7. (Gilbert 2009)
  8. Bloom, Nate (October 26, 2010). „Interfaith Celebrities: The Talk's Hosts and David Schwimmers Bride“. InterfaithFamily. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 23, 2015.
  9. (Gilbert 2009)
  10. E! Entertainment's "Celebrity Profile:Melissa Gilbert," 1999.
  11. „Melissa Gilbert adds her name to the 'star'“. The Desert Sun. March 15, 1985.