მელიასხევის სამაროვანი

მელიასხევის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელიასხევში, სოფლის განაპირას, ნიაღვრისხევში. აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები, ბრინჯაოს და რკინის ნივთები და სხვა მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ივრის ხეობის კომპლექსური ექსპედიციის ბაზაში, დაბა სიონში.

სოფლის განაპირას თავშალმებად წოდებულ ადგილზე, II სამაროვანია. დაზიანებულია მიწის სამუშაოების დროს. სამარხეული მასალა გაფანტულია მოსახლეობაში და დაკარგულია.

ლიტერატურა რედაქტირება